ახალი ამბები

'ტორპედო ჩემთვის ყველაფერია, კარიერის აქ დასრულებაზე ვოცნებობდი' - შოთა ბაბუნაშვილი

  • 19 ოქტომბერი | ქუთაისი | 18:00
  • ხვალ ქუთაისში შოთა ბაბუნაშვილის გაცილების მატჩი გაიმართება
  • ქუთაისის ტორპედოს მოთამაშემ კლუბში 10 სეზონი გაატარა...

ყველა ჩემპიონატს ჰყავს გამორჩეული ფეხბურთელები და, ცხადია, საქართველოდანაც დაასახელებს კაცი ასეთს. შოთა ბაბუნაშვილი ნამდვილადაა მათ შორის.

გამორჩეული რომ არ იყოს, ფეხბურთიდან გაცილების მატჩს არ მოუწყობდნენ. მარტო კარგი ფეხბურთელობა არ კმარა, ავტორიტეტიც საჭიროა...

19 ოქტომბერს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება ბაბუნაშვილის გაცილების თამაში. ქუთაისში, სადაც დაიბადა, გაიზარდა და გულშემატკივართა საყვარელი ფეხბურთელიც გახდა. 

ფეხბურთიდან საზეიმოდ გაცილებენ. როგორი გრძნობაა?

რა თქმა უნდა, გამიხარდა, როცა ეს გავიგე. ტორპედოს მწვრთნელ კახა ჩხეტიანის იდეა იყო, რომ ჩემთვის გაცილების მატჩი მოეწყოთ. კლუბის ხელმძღვანელობაც ყველაფერს აკეთებს, რათა ყველაფერი კარგად ჩატარდეს.

ისე, წლეულს საერთოდ არ გითამაშია, არადა, გუნდში ირიცხები. ტრავმა გაწუხებს?

იანვარში მუხლი მეტკინა. ვერა და ვერ მოვირჩინე. ვცდილობდი, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მუხლი ახლაც მაწუხებს.

111

წინა საუკუნეში გადავინაცვლოთ, როცა ეროვნულ ჩემპიონატში გამოჩნდი.

მაშინ ტორპედოს მაგარი გუნდი ჰყავდა, პატარა ბიჭისთვის იოლი არ იყო იქ მოხვედრა და წყალტუბოს სამგურალში გამანათხოვრეს. იასონ ბზიკაძე და გია გიგატაძე იყვნენ მწვრთნელები. ერთი წელი წყალტუბოში ვითამაშე და ტორპედოში დამაბრუნეს. თავიდან მცველი ვიყავი, 17 წლისა ამწიეს ნახევარდაცვაში.

ალბათ, მაშინდელ სეზონებს განსაკუთრებულად ტკბილად იხსენებ. ტორპედო ხომ ზედიზედ სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი.

2002 წელი სულ მახსოვს. ფანტასტიკური გრძნობაა. ის გადამწყვეტი თამაში არც დამავიწყდება.

დინამოსთან 1:0 მოგება და ჩემპიონობა? 

დიახ. შეცვლაზე შევედი. პენალტი მე მოვიპოვე, მალხაზ ასათიანმა გაიტანა და ჩემპიონები გავხდით. სტადიონზე სასწაული ატმოსფერო იყო, ტრიბუნები სულ გადავსებული.

მერე იყო სწორედ დინამო, სადაც ასევე ჩემპიონი გახდი.

რვა თვე ვითამაშე დინამოში და ჯვარედინი მყესები გავიწყვიტე. დიდი ხანი გამიცდა და ამან უკან დამწია. რას იზამ, ბედია. მაინც არ ვარ უკმაყოფილო, საქართველოს ჩემპიონატში ცუდი კარიერა არ მქონია. მეტი შემეძლო, მაგრამ საწუწუნო არაფერი მაქვს.

ქუთაისელები ერთგულები არიან და თანადგომა ბოლომდე იციან. მახსოვს, დინამოში რომ გადავედი და  ქუთაისში ტორპედოს წინააღმდეგ ვთამაშობდი, სხვა ფეხბურთელებს მტრულად დახვდნენ, მე კი - არა. მამხნევებდნენ. 

ალბათ, ნაკრებში რომ ვერ ითამაშე, ამაზე გწყდება გული.

ერთხელ ამხანაგურში გამომიძახა ალენ ჟირესმა, ორმხრივი თამაში იყო სკა-ს სტადიონზე, ისანში. ჟირესი ოფიციალურშიც აპირებდა ჩემს მიწვევას. მაშინ დინამოში ვიყავი, გოჩა ჯამარაულიც დინამოში იყო და მან მითხრა. თუმცა ორ კვირაში ჟირესი მოხსნეს. მერე მეც ჯვარედინი გავიწყვიტე და...

ქუთაისელ გულშემატკივრებზე რას იტყვი, რამდენად გრძნობდი და გრძნობ მათგან სიყვარულს?

ერთგულები არიან და თანადგომა ბოლომდე იციან. მახსოვს, დინამოში რომ გადავედი და  ქუთაისში ტორპედოს წინააღმდეგ ვთამაშობდი, სხვა ფეხბურთელებს მტრულად დახვდნენ, მე კი - არა. მამხნევებდნენ. 

კონფლიქტურიც არ იყავი მოედანზე...

მსაჯებს არ ვუყვარდი... ბევრს ლაპარაკობო, მეუბნებოდნენ.  წითელი ბარათი ერთხელ მივიღე და ისიც შელაპარაკებაზე.

მწვრთნელობას აპირებ. ფაქტობრივად, უკვე დაწყებულიც გაქვს...

ეს თვეები, რაც არ ვთამაშობ, კახა ჩხეტიანს ვეხმარები. თვითონ ჩხეტიანის სურვილიც იყო, რომ სამწვრთნელო შტაბში დავრჩენილიყავი. ძალიან რთული ყოფილა...

111

ქუთაისში წლების განმავლობაში ჩავარდნა იყო ბავშვთა ფეხბურთში. ახლა რა მდგომარეობაა?

სხვათა შორის, ბოლო დროს წამოვიდა კარგი ნაკადი. არიან ნიჭიერი ბიჭები. მთავარ გუნდშიც, როცა ფეხბურთელები დაშავებულები გვყავს, ასაკობრივებიდან ვიმატებთ.

დაბოლოს, შენი ყველაზე მაგარი თამაში წეღან გაიხსენე. აი, ყველაზე დასამახსოვრებელი გოლი?

რამდენიმე იყო, მაგალითად, შარშან ლოკომოტივთან საჯარიმო რომ გავიტანე. თან, მნიშვნელოვანი გოლი გამოდგა. საბოლოოდ, ჩემპიონები გავხდით.

და პარტნიორი მოედანზე?

ნომერ პირველი - ასათიანი. იყვნენ რუსთავში აკინო, ზესტაფონში თორნიკე აფციაური და შოთა გრიგალაშვილი, ახლა ტორპედოში გიორგი კუხიანიძე... არ მინდა, ვინმე გამომრჩეს. თუმცა ერთი თუ უნდა ავირჩიო, ეს ასათიანია.

ვრცლად გაცილების მატჩის შესახებ...

შოთა ბაბუნაშვილის გამოსამშვიდობებელ მატჩში მონაწილეობას ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი და ლაშა სალუქვაძეც მიიღებენ. 😍 ხვალ, 18:00 საათზე, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე! 🙌

Posted by F.C. Torpedo Kutaisi on ხუთშაბათი, 18 ოქტომბერი, 2018