საბურთალო ლოკომოტივი
ტური 3

საბოლოო ანგარიში
2
:
1
HT — 1:1
ბ. ნინუა
მიხეილ მესხი - თბილისი
Erovnuli Liga HD1

18 მარტის მეორე შეხვედრაში თბილისის „საბურთალომ“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თანაქალაქელ „ლოკომოტივს“ უმასპინძლა. ლოკო მესამე ტურამდე ლიგას ლიდერობდა და შესაბამისად აღნიშნულ მატჩსაც ფავორიტის სტატუსით შეხვდა, მაგრამ სანახაობრივ და დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვება საბურთალოელებს დარჩათ. ანგარიში 23-ე წუთზე გაიხსნა, ბურთი საკუთარ კარში „საბურთალოს“ მცველმა ცოტნე ნადარაიამ ჩაჭრა. გია ჭიაბრიშვილის გუნდმა ანგარიში პირველი ნახევარში გაათანაბრა, მე-40 წუთზე მოედნის ცენტრში ბურთი ნადარაიამ მიიღო, საკუთარი გუნდის კონტრშეტევა წამოიწყო და გამოზომილი პასით გიორგი ხარაიშვილი მეკარესთან ფაქტიურად პირისპირ დატოვა, ამ უკანასკნელმა კი, ძლიერი და ზუსტი დარტყმით მოახერხა გიორგი თევდორაძის კარის აღება. მატჩის მეორე ნახევარიც საბურთალოელთა აქტიურობით განახლდა და ლოკო ძირითადად კონტრშეტევებზე მოქმედებდა. „საბურთალომ“ გამაჯრვებით გოლის გატანა 73-ე წუთზე მოახერხა, ლუკა იმნაძის ჩაწოდებას მოედანზე ახლადშემოსული, გიორგი კოხრეიძე გამოეხმაურა და მეტოქის კარი ახლო მანძილიდან აიღო. შეხვედრის დარჩენილ დროში „ლოკომოტივი“ გააქტიურდა და მეტოქის კართან რამდენიმე რეალური მომენტიც შექმნა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ფეხბურთელებს სიზუსტე არ ჰყოფნიდათ. საბოლოოდ კი, გიორგი დევდარიანის გუნდი მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა.

მსაჯები

  • არბიტრი - ბ. ნინუა
     
  • პირველი ასისტენტი - დ. ჩიგოგიძე
  • მეორე ასისტენტი - ბ. ჭიჭინაძე
     
  • მეოთხე მსაჯი - დ. ხარიტონაშვილი

17. ლაზარე კუპატაძე
4. გაგი მარგველაშვილი
5. ცოტნე ნადარაია
6. თედორე გრიგალაშვილი
7. ვლადიმერ მამუჩაშვილი
9. ლაშა შინდაგორიძე
10. გიორგი ხარაიშვილი C
18. ვაგნერ გონსალვესი
19. ლუკა იმნაძე
20. ელვინ ტერა
55. ზურაბ არზიანი

სათადარიგო შემადგენლობა

12. ლუკა სანიკიძე
3. ნიკოლოზ მალი
14. ირაკლი ბიძინაშვილი
15. დაჩი ცნობილაძე
22. სანდრო ალთუნაშვილი
25. გიორგი კოხრეიძე
77. თემურ ჩოგაძე

მთავარი მწვრთნელი

გიორგი ჭიაბრიშვილი

25. რევაზ თევდორაძე
4. ნიკა ჭანტურია
7. ირაკლი სიხარულიძე
8. ნოდარ ქავთარაძე
9. მამია გავაშელიშვილი
10. გიორგი დიასამიძე
15. ირაკლი კომახიძე
21. თეიმურაზ ღონღაძე
27. გიორგი გაბაძე
50. გიორგი რეხვიაშვილი
80. დავით უბილავა C

სათადარიგო შემადგენლობა

77. ბექა ქურდაძე
3. რევაზ ჩიტეიშვილი
6. ზურაბ მენთეშაშვილი
11. გიორგი კიკნაძე
16. გიორგი ხიდეშელი
88. დავით სამურკასოვი
98. რატი არდაზიშვილი

მთავარი მწვრთნელი

გიორგი დევდარიანი

ბურთის ფლობა
61%
39%
კარში დარტყმა
2
3
კარისკენ დარტყმა
6
5
კუთხური
2
6
ჯარიმა
25
19
ყვითელი ბარათი
3
2
წითელი ბარათი
0
0
პასები (%)
451 (82%)
340 (78%)