სამტრედია შუქურა
ტური 1

საბოლოო ანგარიში
1
:
1
HT — 1:1
გ. ყრუაშვილი
ეროსი მანჯგალაძე
პირველი არხი

ახალი ჩემპიონატის გახსნითი შეხვედრა საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ტერიტორიულ უპირატესობას „სამტრედია“ ფლობდა, მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, "შუქურამ“ ბოლომდე იბრძოლა და მნიშვნელოვანი 1 ქულა მოიპოვა. აღსანიშნავია ისიც, რომ 68-ე წუთიდან ქობულეთელებმა 10 კაცით იასპარეზეს, რადგანაც მთავარმა არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა მეორე ყვითელი ბარათით მოედნიდან ჯეფინიო გააძევა.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. მე-19 წუთზე დავით რაჟამაშვილმა ბურთი ფლანგზე მიიღო,ცენტრისკენ შემოიწია და ზუსტი შორეული დარტყმით აზამტ ჯიოევს ცხრიანში გაუტანა. გაშვებული გოლის შემდეგ სტუმრებიც გააქტიურდნენ. მართალია, ისინი მეტოქეს აქტიურად არ უტევდნენ, მაგრამ საკმაოდ სახიფათო კონტრშეტევებს ახორციელებდნენ. ერთ-ერთი ასეთი იერიშისას გია გურულის გუნდმა საჯარიმო დარტყმის უფლება მოიპოვა. სტანდარტიდან მეტოქის საჯარიმოში ბურთი ირაკლი კლიმიაშვილმა ჩააწოდა, იქ კი ლევან საბაძემ მეკარისა და მცველების შეუთანხმებელი მოქმედებით ისარგებლა და ბურთი დაუცველ კარში გადაგზავნა. 

შეხვედრის დარჩენილ დროში ორივე კართან რამდენიმე რეალური მომენტი შეიქმნა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და გუნდებმა თითო ქულა გაინაწილეს. ეროვნული ლიგის მეორე ტურში „სამტრედია“ საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლებს, ქობულეთის „შუქურა“ კი, ქუთაისის „ტორპედოს“.

მსაჯები

  • არბიტრი - გ. ყრუაშვილი
     
  • პირველი ასისტენტი - ლ. ვარამიშვილი
  • მეორე ასისტენტი - ს. სპიცინი
     
  • მეოთხე მსაჯი - ბ. გლუშჩუკი

დისკვალიფიკაცია

  • გიორგი დათუნაიშვილი (სამტრედია)
  • კობა შალამბერიძე (შუქურა)

1. ომარ მიგინეიშვილი
3. ლაშა კასრაძე
4. ნიკა სანდოხაძე C
6. გიული მანჯგალაძე
7. დავით რაჟამაშვილი
8. თეიმურაზ მარკოზაშვილი
10. დავით ჩაგელიშვილი
11. გიორგი ბერიაშვილი
18. ჯემალ გოგიაშვილი
20. გიორგი ახალაძე
22. გიორგი მჭედლიშვილი

სათადარიგო შემადგენლობა

30. ნიკა დაუშვილი
9. ზაურ ხაბეიშვილი
15. რუდოლფ სუხომლინოვი
16. დავით მანჯგალაძე
17. აკაკი ნინუა
19. ირაკლი დოლიძე
77. გურამ სამუშია

მთავარი მწვრთნელი

გია ცეცაძე

1. აზამატ ჯიოევი C
4. გიორგი კალანდია
5. ბექა მახარაძე
6. შერმადინ ართმელაძე
7. ლევან კუტალია
8. ჯეფინიო
11. ირაკლი კლიმიაშვილი
14. ლაშა ჯაფარიძე
16. ლევან საბაძე
17. სანდრო გურული
99. რომან ჩაჩუა

სათადარიგო შემადგენლობა

30. ილია სტურუა
2. დავით ცეცხლაძე
15. გიორგი ჭანუყვაძე
18. ერეკლე მალაზონია
77. გიგა მამულაშვილი
88. თორნიკე დაგარგულია

მთავარი მწვრთნელი

გია გურული

ბურთის ფლობა
65%
35%
კარში დარტყმა
7
5
კარისკენ დარტყმა
12
5
კუთხური
10
2
ჯარიმა
19
13
ყვითელი ბარათი
3
3
წითელი ბარათი
0
1
პასები (%)
713 (88%)
315 (71%)