კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 35-ე ტურის ბოლო მატჩი გაიმართა. თელავმა 5:2 მოუგო სამტრედიას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თელავი პლეიოფში ითამაშებს, სამტრედიელები კი ბოლო ადგილზე გავიდნენ და გავარდნენ.
შვიდგოლიანი მატჩი. თელავმა 5:2 მოუგო სამტრედიას და პლეი-ოფი მოუწევს, რათა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს. ან რუსთავთან მოუწევს, ან ბოლნისის სიონთან.
აი, სამტრედია კი გავარდა...
არადა, თავიდან სამტრედია იგებდა ერიკ ბარიოსის თავურით. თუმცა პირველივე ტაიმში თელაველებმა ორი გოლი გაიტანეს და ორივე მარჯვენა ფლანგიდან დაწყებული შეტევით: ჯერ თორნიკე მორჩილაძემ, მერე კი თემურ გოგნაძემ - 2:1.
მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა მასპინძლებმა სხვაობა გაზარდეს, კერძოდ, ფირუზ მარაქველიძემ დაასრულა თავისივე დაწყებული კონტრშეტევა. ისევ მარჯვნიდან.
ამას მოჰყვა დეიან გეორგიევიჩის გოლი. მან ახლო მანილიდან დაამატა მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთს... მალევე, სამტრედიელთა შემტევმა ფრანსუა ეკონგოლომ გამოიყენა მეკარესთან პირისპირ გასვლა და ანგარიში 4:2 გახდა.
ბოლო გოლი კი ისევ გეორგიევიჩმა მიითვალა. სერბმა პენალტი ზუსტდ შეასრულა და სეზონში მეექვსე გოლი გაიტანა.
დილა
იბერია 1999
ტორპედო
დინამო თბ
დინამო ბთ
სამგურალი
გაგრა
გარეჯი
თელავი
კოლხეთი 1913
რუსთავი
სპაერი
მეშახტე
მერანი მრ
სამტრედია
ლოკომოტივი
სიონი
იბერია 1999-2
გონიო
დინამო-2 თბ