საბურთალო ზაგრებში გაემგზავრა - თბილისელებს მაკსიმირზე რამდენიმე ლიდერი დააკლდებათ

News

საბურთალო ზაგრებში გაემგზავრა - თბილისელებს მაკსიმირზე რამდენიმე ლიდერი დააკლდებათ

  • 30 აპრილი | 22:00 | დინამო ზაგრები - საბურთალო
  • საბურთალო ზაგრებში საპასუხო მატჩისთვის ემზადება...

გიორგი ჭიაბრიშვილის საბურთალო 30 ივლისს ზაგრებში, მაკსიმირზე, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის განმეორებით მატჩს ზაგრების დინამოს წინააღმდეგ ჩაატარებს.

ზაგრებში გუნდს ვერ დაეხმარებიან - ტრამვირებული ვაგნერ გონსალვესი და ლაშა შინდაგორიძე, ასევე კენიელი ლეგიონერი - ელვინ ტერა, რომელსაც სავიზო პრობლემები აქვს. ზაგრებში ვერ გაემგზავრება გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კოხრეიძეც, საბურთალოს ათიანი დიფკვალიფიცირებულია.

მეკარეები: ომარ მიგინეიშვილი, ლაზარე კუპატაძე, დენის შელიხოვი.
მცველები: ნიკოლოზ მალი, გრიგოლ ჩაბრაძე, იური ტაბატაძე, ლუკა ლაკვეხელიანი, გიორგი რეხვიაშვილი, გაგი მარგველაშვილი, გიორგი ჯინჯოლავა.
ნახევარმცველები: ლევან კაკუბავა, დაჩი ცნობილაძე, სანდრო ალთუნაშვილი, გეგა დიასამიძე, თორნიკე გორგიაშვილი, ლევან ყენია.
თავდამსხმელები: გიორგი გაბედავა, ოგნიენ როლოვიჩი, გიორგი გულიაშვილი.