ზამთრის თასი 2019 | თელავი და დილა მეოთხედფინალში არიან

News

ზამთრის თასი 2019 | თელავი და დილა მეოთხედფინალში არიან

11 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ზამთრის თასი 2019-ის "ბ" ჯგუფის მატჩები გაიმართა. უძლიერესის გამოსავლენად ერთმანეთს თბილისის "საბურთალო", "თელავი" და გორის "დილა" დაუპირისპირდნენ. ჯგუფის გამარჯვებული 6 ქულით თელაველები გახდნენ. "თელავმა" ორივე შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო და პირველობა არავის დაუთმო. მეორე ადგილით მეოთხედფინალში თამაშის უფლება გორის "დილამ" მოიპოვა. გორელები თელაველებთან დამარცხდნენ, მაგრამ ჯგუფის პირველ შეხვედრაში "საბურთალო" დაამარცხეს და ამის წყალობით მოახერხეს შემდეგ ეტაპზე გასვლა.

მეოთხედფინალში "თელავი" თბილისის "დინამოს დაუპირისპირდება, გორის "დილა" კი, "ცხინვალს". პლეი-ოფის შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 19:00 საათიდან დაიწყება. 

საბურთალო 1:3 დილა

გოლები: 0:1 ნონიკაშვილი (14), 0:2 რაზმაძე (15), 0:3 რაზმაძე (16)

დილა 0:3 თელავი

გოლები: 0:1 ნ. ბაშელეიშვილი (3), 0:2 ნ. ბაშელეიშვილი (15), 0:3 ნოზაძე (17)

თელავი 3:1 საბურთალო

გოლები: 1:0 ნოზაძე (1), 1:1 დვალიშვილი (7), 2:1 გალახვარიძე (8), 3:1 მ. ბაშელეიშვილი (14)

ბ ჯგუფი
"ბ" ჯგუფის საბოლოო ცხრილი