სამტრედია უჩა სოსიაშვილმა დატოვა, ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია!

News

სამტრედია უჩა სოსიაშვილმა დატოვა, ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია!

  • უჩა სოსიაშვილმა სამტრედია 5 ტურის შემდეგ დატოვა

კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, სამტრედია უჩა სოსიაშვილმა დატოვა. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდიდან, მთავარ მწვრთნელთან ერთად მისი ასისტენტი - თამაზ სამხარაძეც წავიდა.

28 წლის სპეციალისტის შემცვლელად, სამტრედიელებმა ბადრი კვარაცხელია დანიშნეს, რომელიც სხვადასხვა დროს მარტივლის მერანს, ლანჩხუთის გურიას და აზერბაიჯანულ თურანს წვრთნიდა. თბილისის დინამოს ყოფილი მოთამაშის ასისტენტად ლევან ჯოხაძე იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ 5 ტურის შემდეგ 3 ქულით ბოლო - მეათე ადგილზე იმყოფება.