ქართული დერბი დინამოს გამარჯვებით დასრულდა

News

ქართული დერბი დინამოს გამარჯვებით დასრულდა

ეროვნული ლიგის 2018 წლის სეზონის მეოთხე ტურის მატჩში დინამო არენა ქართულ დერბის უმასპინძლა, სადაც თბილისელებმა ქუთაისის ტორპედო ბუდუ ზივზივაძის დუბლით 2:0 დაამარცხეს.

ეს ქუთაისელთა შარშანდელი ტრიუმფის შემდეგ მათი პირველი სტუმრობა იყო დინამო არენაზე. დერბიში პირველი გოლი ოთარ კიტეიშვილის პასით ბუდუ ზივძივაძემ გაიტანა. ქუთაისის ტორპედო ყოფილმა ფორვარდმა, 45' წუთზე თავის ყოფილი კლუბის წინააღმდეგ მეორე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში - 2:0 დააფიქსირა.