Season 2017 მიხეილ მესხი 2 - თბილისი Erovnuli Liga HD ჯ. ხორავა
-
:
-
HT — PEN —

თბილისის „ლოკომოტივმა“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა მეტოქე. მატჩი ბათუმელთა შეტევებით დაიწყო. მათ პირველივე წუთზე პენალტის დატყმის უფლება მოიპოვეს, მაგრამ თორნიკე თარხნიშვილმა შანსი ვერ გამოიყენა. ანგარიში მაინც სტუმრებმა გახსნეს, მე-10 წუთზე გუნდის კაპიტანმა, თეიმურაზ შონიამ კუთხურის შემდეგ აიღო თბილისელთა კარი. გაშვებული გოლის შემდეგ ლოკო გააქტიურდა და 32-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. თეიმურაზ ღონღაძის ფლანგურ გადაცემას საჯარიმოში უყურადღებოდ დარჩენილმა ირაკლი სიხარულიძემ თავი შეაშველა და ბათუმელთა უკრაინელ მეკარეს აუღებელი დაურტყა. გიორგი დევდარიანის გუნდმა გადამწყვეტი გოლიც პირველ ნახევარში გაიტანა. 43-ე წუთზე ნოდარ ქავთარაძის მიერ ჩაჭრილი ბურთი ირაკლი სიხარულიძეს მიუვიდა, ამ უკანასკნელს კი, მეკარესთან პირისპირ დარჩენილს, დუბლის გაფორმება არ გასჭირვებია. მეორე ნახევარში „დინამო“ უფრო აქტიურად უტევდა და „ლოკომოტივი“ ძირითადად კონტრშეტევებზე მოქმედებდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და პირველ ტურში მოპოვებული გამარჯვებით, თბილისური კლუბი ეროვნულ ლიგაში გალიდერდა. 

მსაჯები

  • არბიტრი - ჯ. ხორავა
     
  • პირველი ასისტენტი - ლ. თოდრია 
  • მეორე ასისტენტი - დ. გაბისონია
     
  • მეოთხე მსაჯი - პ. მაჭარაძე
მიმოხილვა
მატჩის ჩანაწერი

Squads

Stats

Game Stats

Ball Possession
49%
51%
Goal Attempts
0
0
Shots On Goal
5
5
Shots Off Goal
6
11
Corner Kicks
7
8
Goalkeeper Saves
0
0
Offsides
0
0
Fouls
13
17
Yellow Cards
4
4
Red Cards
0
0
Passes
365 (76%)
381 (78%)

Head To Head

Locomotive
Total wins
7
Home wins
5
Away wins
2
Dinamo BT
Total wins
8
Home wins
6
Away wins
2
18
Matches played
3 draws

Top Players