კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 34-ე ტური დასრულდა. დინამო ბათუმმა თორნიკე კირკიტაძის დუბლით 2:0 მოუგო გორის დილას.
დინამო ბათუმმა გორის დილას მოუგო და ლიდერობა დაიბრუნა. ორივე გოლი თორნიკე კირკიტაძემ გაიტანა.
28-ე წუთზე თავად კირკიტაძემ ართმევაზე მაგრად ითამაშა, ბურთი მიუვიდა ლევან შენგელიას, რომელმაც დმიტრი მანდრიჩენკოს გააყოლა. მადრიჩენკოს პასს კი კირკიტაძემ ცხრიანში დარტყმა მიაყოლა - 1:0.
მეორე ტაიმში კი თორნიკემ ცაციით გაიტანა. ორივე ეს გოლი ბათუმელთა მაღალი პრესინგის შედეგად გავიდა.
გორელებს რამდენიმე კარგი შეტევა ჰქონდათ, თუმცა ბათუმელებმა კარი მშრალად შეინახეს.
დინამო ბათუმი პირველ ადგილზეა და ორი ქულით უსწრებს იბერია 1999-ს, ხოლო სამი ქულით - დინამო თბილისს. სხვათა შორის, მომდევნო ტურში ბთუმელები სწორედ იბერია 1999-ს ეთამაშებიან სტუმრად.
დინამო ბთ
იბერია 1999
დინამო თბ
რუსთავი
ტორპედო
დილა
სამგურალი
სპაერი
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
შტურმი
სამტრედია
თელავი
მერანი მრ
სიონი
ოდიში 1919
არაგვი
კოლხეთი 1913
გორი