აი, სასიხარულო ამბავი. კონფერენციის ლიგაში თბილისის იბერია 1999-მა ესპანური ლა ლიგის ხეტაფეს 1:0 მოუგო. ეს საერთო ეტაპის მეოთხე ტურში...
ეს ზოგადად ქართული კლუბების პირველი გამარჯვებაა ევროტირნირების ჯგუფურ ეტაპზე.
მეტოქე, რა თქმა უნდა, ძალიან ძლიერი იყო, თუმცა საქართველოს ჩემპიონმა ხარისხიანი ფეხბურთი ითამაშა. ერთადერთი გოლი 25-ე წუთზე მარჯვენა მცველმა გიორგი ქობულაძემ გაიტანა. აი, გოლის ეპიზოდი: გიორგი მაკარიძემ გრძელი პასი გააკეთა, ნიკა სიხარულაშვილმა ბურთი კარგად მიიღო და მომენტალურად დაფარული პასი გაუკეთა ქობულაძეს, რომელმაც შანსი გამოიყენა.
59-ე წუთზე ხეტაფეს მანგალა გაუძევეს. მან მეორე ყვითელი ბარათი მიიღო ბოლო იმედის ჯარიმისთვის. იმ მომენტში მანგალამ ამირან ძაგანია წააქცია.
მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა.იბერიელთაგან ბაქარ ქარდავამ ახლოდან ააცილა - ვაჰიდ სელიმოვიჩის პასის შემდეგ. ეს იდეალური მომენტი იყო. ზოგადად, იბერიელთა მეკარე და მცველებიც კარგად თამაშობდნენ, ერთხელ გიორგი ჯინჯოლავამ ნემანია გუდელის დარტყმული ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა.
აღვნიშნოთ, რომ ხეტაფეში შეუცვლელად ითამაშა საბა საზონოვმა.
იბერია 1999 1:0 ხეტაფე
გოლი: ქობულაძე (25)
იბერია 1999: მაკარიძე, ქობულაძე (ბოჭორიშვილი 73), ამისულაშვილი, სელიმოვიჩი, ჯინჯოლავა, ქარდავა, კუცია (ალჰასანი 71), დადიანი (კულიევი 83), ლუკას კაფე (ენდე 71), სიხარულაშვილი (ნაჭყებია 83), ძაგანია
მწვრთნელი: ლევან კორღალიძე
ხეტაფე: სორია, კიკო ფემენია (ანდრეს გარსია 63), საზონოვი, ჯენე, დავინჩი (საიდ რომერო 46), მარიო მარტინი (მანგალა 46), გუდელი, ტერატსი (ენესი 46), რისკო, სატრიანო, ბორხა მაიორალი (ფრანჩო 63)
მწვრთნელი: ხოსე ბორდალასი
კონფერენციის ლიგის საერთო ეტაპზე იბერიელებს 4 მატჩში 4 ქულა აქვთ. საერთო ეტაპის მომდევნო შეხვედრას იბერია 1999 10 დეკემბერს შინ ჩაატარებს და მეტოქე ცნობილი სერბული ცრვენა ზვეზდა იქნება. ბოლო ტური კი 18 დეკემბერს ჩეხეთში ელის, იაბლონეცთან.
იბერია 1999
დინამო თბ
დინამო ბთ
რუსთავი
ტორპედო
დილა
სამგურალი
სპაერი
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
შტურმი
სამტრედია
თელავი
მერანი მრ
სიონი
ოდიში 1919
არაგვი
კოლხეთი 1913
გორი