კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 33-ე ტურის პირველი მატჩი გაიმართა. სპაერმა იბერია 1999-ს უმასპინძლა. ოთხი გოლი, ფრე 2:2...
გუნდებს სხვადასხვა მიზნები აქვთ. სპაერი ცდილობს, რომ ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს, ხოლო იბერია 1999 ჩემპიონობისთვის იბრძვის.
პირველ ტაიმში გოლები ხუთწუთიან მონაკვეთში გავიდა. ჯერ თორნიკე ასკურავას პასს მოჰყვა გიჩა ცირდავას დაბალ კუთხეში დარტყმა და 1:0;
მალევე, იბერიელთა შემტევი ნიკა სიხარულაშვილი მარცხნიდან შეიჭრა საჯარიმოში, დაბალი პასი გააკეთა და ამირან ძაგანიამ ერთი შეხებით დასწრებაზე გაიტანა. ძაგანიამ წინა ტურში გაგრასთანაც დაახლოებით მსგავსი გოლი მიითვალა.
70-ე წუთზე ისევ სპაერი გავიდა წინ. კარგი კომბინაცია, რევაზ ინჯგიას ბოლო პასი და ცირდავას ძლიერი დარტყმა აუღებელი გამოდგა.
82-ე წუთზე იბერია 1999-მა სტანდარტულიდან გაიტანა: გიორგი კუციამ კუთხური ჩააწოდა და იქ არეულობისას საბა მაისურაძეს ბურთი საკუთარ კარში აეჭრა - 2:2.
სპაერი მერვე ადგილზეა. ამ მომენტისთვის იბერია 1999 ლიდერია, ერთი ქულით უსწრებს დინამო ბათუმს, თუმცა მათ ამ ტურში სათამაშო აქვთ. ასევე ჩემპიონობისთვის იბრძვიან დინამო თბილისი და რუსთავი.
იბერია 1999
დინამო ბთ
დინამო თბ
რუსთავი
ტორპედო
დილა
სამგურალი
სპაერი
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
შტურმი
თელავი
სამტრედია
მერანი მრ
არაგვი
სიონი
ოდიში 1919
გორი
კოლხეთი 1913