კალენდარი

პარასკევი, 20 ნოემბერი

შაბათი, 21 ნოემბერი

კვირა, 15 ნოემბერი

სამშაბათი, 24 ნოემბერი

ოთხშაბათი, 25 ნოემბერი

პარასკევი, 27 ნოემბერი

ახალი ამბები

იბერია 1999: გადამწყვეტი გოლი 84-ე წუთზე

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 32-ე ტური დასრულდა. ბოლო მატჩში იბერია 1999-მა გაგრას 1:0 მოუგო.

იბერია 1999 1:0 გაგრა 

მოქმედმა ჩემპიონმა მინიმალური სხვაობით მოიგო. იბერიელებს ჰაერივით სჭირდებოდათ გოლი, რომელიც 84-ე წუთზე გაიტანეს. 

ნიკოლოზ დადიანმა მარჯვნივ გრძელი პასი გააკეთა, იქ სტივენ ენდემ ითამაშა კარგად, გამჭოლი გადაცემა გააკეთა და ამირან ძაგანიამ ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი კარში - 1:0. 

მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ მეტი გოლი არ გასულა. 

გაგრა, რომელიც საქართველოს თასის ფინალშია გასული, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეცხრე ადგილზეა. იბერია 1999 კი ქულებით გაუთანაბრდა ლიდერ დინამო ბათუმს. ბურთების შეფარდებით წინ ბათუმელები არიან, მაგრამ განვლილ სამ წრეში იბერიელები ბათუმელებს ურთიერთშეხვედრებით სჯობნიან: 2 მოგება, 1 წაგება.

ჩემპიონობისთვის დინამო თბილისი და რუსთავიც იბრძვიან.