კალენდარი

შაბათი, 31 ოქტომბერი

კვირა, 1 ნოემბერი

ორშაბათი, 2 ნოემბერი

შაბათი, 7 ნოემბერი

კვირა, 8 ნოემბერი

ორშაბათი, 9 ნოემბერი

ახალი ამბები

იბერია 1999-მა ტორპედოს მოუგო

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 30-ე ტურის ბოლო მატჩი გაიმართა: თბილისის იბერია 1999-მა ქუთაისის ტორპედოს 3:2 მოუგო. 

იბერია 1999 3:2 ტორპედო 

მოქმედმა ჩემპიონმა კვლავ გაიმარჯვა და მეორე ადგილზეა. საჩემპიონო რბოლა ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს, ქულების მხრივ დიდი სიმჭიდროვეა...

იბერიელები პირველი ტაიმის მერე უკვე სამბურთიანი სხვაობით იგებდნენ. პირველი გოლი მშვენიერი იყო: ზვიად ნაჭყებიამ მარცხნიდან ორი კაცი მოატყუა და შორეულ კუთხეში ჩაახვია ბურთი. 

27-ე წუთზე იბერიელთა საყრდენმა ნიკოლოზ დადიანმა შორიდან დაარტყა, მეკარე ოთო გოშაძემ მოიგერია და დამატებაზე ამირან ძაგანიამ ყველას დაასწრო - 2:0. ტაიმის ბოლოს კი ნაჭყებიამ საგოლე პასი გააკეთა, გიორგი ბერიძემ კი ვარდნაში მოახერხა კარგად დარტყმა და გატანა.ეს ბერიძის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში... როგორც იცით, ბერიძე საქართველოს ნაკრებშიც თამაშობდა, 10 სანაკრებო მატჩში 1 გოლიც აქვს. 

მეორე ტაიმში სურათი შეიცვალა. ტორპედომ მალევე მოახერხა ერთი ბურთის გაქვითვა, კერძოდ, ვლადიმერ მამუჩაშვილმა გაიტანა დიეგო დეისაძის გადაცემის შემდეგ. 

68-ე წუთზე კი ანგარიში 3:2 გახდა. კარგი კომბინაცია, მამუჩაშვილის პასი და ფელიპე პირესის გამოზომილი დარტყმა... 

მეტი გოლი აღარ გასულა. იბერია 1999-მა მოიგო.