კალენდარი

პარასკევი, 23 ოქტომბერი

შაბათი, 24 ოქტომბერი

ორშაბათი, 26 ოქტომბერი

შაბათი, 31 ოქტომბერი

კვირა, 1 ნოემბერი

ორშაბათი, 2 ნოემბერი

ახალი ამბები

იბერია 1999... პირველი ქულა კონფერენციის ლიგაში

თბილისის იბერია 1999-მა მიხეილ მესხზე კონფერენციის ლიგის საერთო ეტაპის მეორე ტურის მატჩი ჩაატარა: შვედეთის მიალბიუსთან 1:1 ითამაშა. 

ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში პირველი ქულა ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე. 1994-2026 წლებში.

არადა, გამარჯვება შორს არ იყო. საქართველოს ჩემპიონი შვედეთის ჩემპიონს 89-ე წუთამდე უგებდა. იბერია 1999 გიორგი ჯინჯოლავას პენალტით დაწინაურდა. პენალტით, რომელიც ნიკა სიხარულაშვილმა მოიპოვა. იბერიელთა შემტევი იმ ეპიზოდში ორ მეტოქეს ჭკვიანურად გასცდა და შემდეგ ეუხეშნენ.

მიალბიუს ჰქონდა სათამაშო უპირატესობა და საბოლოოდ, ანგარიში გაათანაბრა.

იბერია 1999 1:1 მიალბიუ

გოლები: ჯინჯოლავა (55 პენ), 1:1 პეტერსონი (89)

იბერია 1999: მაკარიძე, ქობულაძე, ამისულაშვილი, სელიმოვიჩი, ჯინჯოლავა, ქარდავა, დადიანი (ალჰასანი 80), კაფე (ტიბუე 61), ნაჭყებია (კუცია 71), სიხარულაშვილი, ძაგანია (ბართიშვილი 80)

მთავარი მწვრთნელი: ლევან კორღალიძე

კონფერენციის ლიგაში იბერია 1999 მესამე ტურის მატჩს, 5 ნოემბერს, დანიაში კოპენჰაგენთან გამართავს.