კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 26-ე ტური დასრულდა. ორშაბათს სამი მატჩი გაიმართა: დინამო თბილისმა, რუსთავმა და ქუთაისის ტორპედომ თავიანთი მატჩები მოიგეს. რუსთავი ისევ ერთპიროვნული ლიდერია.
სწრაფი გოლი გავიდა. ველტონ კარვალიომ ბურთით საკმაო მანძილი დაფარა, მარცხნივ გააყოლა ბურთი ლეონარდო სანტუშს, მის პასს კი ნიკა ნინუას ზუსტი დარტყმა მოჰყვა.
მომენტები კიდევ ვნახეთ, გაგრას ცოტა დააკლდა ანგარიშის გათანაბრებამდე: გუნდის კაპიტანმა ზურაბ ჭავჭანიძემ თავურით ძელს მოარტყა ბურთი.
ტაიმის ბოლო ათ წუთში კი დინამოელთა გამოცდილი ნახევარმცველის, გიორგი ხარაიშვილის ორი გოლი ვნახეთ. მან ჯერ მეკარეს გადაუგდო ბურთი თავზე; მერე კი საჯარიმო დარტყმა მშვენივრად შეასრულა და დინამო შესვენებაზე 3:0 მოგებით გავიდა.
მეორე ტაიმში გაგრა ათი კაცით დარჩა, რადგან პორფირიომ მიიღო მეორე გაფრთხილება. მალევე ამას მოჰყვა ნინუას ჩაწოდება და ნუმან კურდიჩის ზუსტი თავური - 4:0.
დინამო თბილისი მესამე ადგილზეა, გაგრა კი მერვეზე.
ლიდერ რუსთავს ბოლო სამ ტურში არ ჰქონდა მოგება, ამჯერად კი აუტსაიდერ მეშახტესთან 1:0 გაიმარჯვა.
ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის ბოლოს გავიდა: ლუკა პარკაძემ ნახევარი მინდორი გაირბინა, სივრცე მშვენივრად გამოიყენა და ზუსტადაც დაარტყა. ლამაზი ეპიზოდი გამოვიდა. თანაც პარკაძისთვის სადებიუტო გოლი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში - 0:1.
რუსთავმა მიმდინარე სეზონში მე-13 თამაში მოიგო და აქედან 9-ჯერ მშრალად შეინახა კარი. 6-ჯერ კონკრეტულად ამ ანგარიშით, 1:0 გაიმარჯვა.
მატჩის პირველი და ბოლო გოლები სამგურალმა გაიტანა, თუმცა ტორპედომ მოიგო.
სწრაფი გოლი: წყალტუბოელთა ფორვარდმა ირაკლი სირაძემ ლევან გეგეჭკორის კარგი პასი გამოიყენა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ზუსტად დაარტყა.
პირველი ტაიმის შუაში გიორგი არაბიძემ საჯარიმო ტექნიკურად შეასრულა და 1:1.
რამდენიმე წუთში არაბიძემ კუთხური ჩააწოდა და სერბმა კომნენ ანდრიჩმა თავურით დააწინაურა ტორპედო.
იმერულ დერბის მომენტები და დაძაბულობა არ აკლდა. სამგურალს გათანაბრების შანსები ჰქონდა, მაგრამ ტორპედომ მეორე ტაიმის შუაში ისევ გაიტანა: ისევ არაბიძის კუთხური და ნოდარ ლომინაძის თავური - 3:2. ლომინაძემ გოლი არ აღნიშნა, რადგან სამი წლის წინ ერთი სეზონი სწორედ სამგურალში გაატარა.
წყალტუბოელებმა ბოლოს მოახერხეს ანგარიშის შემცირება. გეგეჭკორის მეორე საგოლე გადაცემა და ომარ პატარკაციშვილის თავური - 3:2.
ტორპედო მეექვსე ადგილზეა, სამგურალი კი - მეშვიდეზე. მათ შორის სხვაობა 4 ქულაა. ისე, წყალტუბოელებმა ზედიზედე მესამე მატჩი წააგეს.
რუსთავი
დინამო ბთ
დინამო თბ
იბერია 1999
დილა
ტორპედო
სამგურალი
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
თელავი
შტურმი
სამტრედია
მერანი მრ
სიონი
არაგვი
ოდიში 1919
გორი
კოლხეთი 1913