კალენდარი

ხუთშაბათი, 17 სექტემბერი

კვირა, 4 ოქტომბერი

კვირა, 6 სექტემბერი

ოთხშაბათი, 9 სექტემბერი

ხუთშაბათი, 10 სექტემბერი

კვირა, 13 სექტემბერი

ახალი ამბები

სამი დაძაბული მატჩი; სადებიუტო გოლები

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 24-ე ტურის სამი მატჩი გაიმართა. იბერია 1999-მა სამგურალო ბოლო წუთებზე გატეხა და 2:1 მოიგო, დილამაც მინიმალური სხვაობით აჯობა გაგრას, ხოლო მეშახტესა და სპაერის დაპირისპირება ფრედ დასრულდა.

დილა 1:0 გაგრა 

იმდენი საგოლე მომენტი ვნახეთ, სამ მატჩს ეყოფოდა. მეკარეებიც კარგად თამაშობდნენ და მცველებიც. პირველ ტაიმში გაგრა ორჯერ იხსნა ძელმა

გოლი კი ერთი ვნახეთ: დილას ნახევარმცველმა ბლანკსონ ანოფმა შორიდან ძლიერად დაარტყა, ბურთი კი მისი თანაგუნდელის, ლაშა მენთეშაშვილს მოხვდა და რიკოშეტით გავიდა კარში - 1:0.

დილამ მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა, გაგრა კი მერვეზეა.

იბერია 1999 2:1 სამგურალი 

იბერიელებს ზედიზედ ორი მატჩი ჰქონდათ წაგებული, ამჯერად კი დაძაბულ თამაშში მოიგეს.

პირველ ტაიმში ორი პენალტი ვნახეთ: ჯერ თბილისელებმა გაიტანეს.. კერძოდ, ნიკა სიხარულაშვილის წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი გიორგი ჯინჯოლავამ გამოიყენა - 1:0.

მერე კი სამგურალმა გაათანაბრა: პენალტი თორნიკე გაფრინდაშვილმა მოიპოვა, ლევან გეგეჭკორმა კი შეასრულა და 1:1.

გადამწყვეტი გოლი 89-ე წუთზე გავიდა: არეულობაში კარგად ითამაშა იბერია 1999-ის მცველმა ნიკოლოზ ბოჭორიშვილმა და ზუსტი დარტყმით თავისი პირველი გოლი გაიტანა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. ბოჭორიშვილი 18 წლის გახლავთ.

მეშახტე 2:2 სპაერი 

აუტსაიდერი ტყიბულის მეშახტე ორი ბურთის სხვაობით უგებდა თბილისის სპაერს, საბოლოოდ კი - 2:2.

მეშახტე ირაკლი სიხარულიძის თავურით დაწინაურდა, რასაც მალე მოჰყვა გიორგი ბურდულის ზუსტი დარტყმა... 2:0. ბურდული მეშახტეს კაპიტანია, მარცხენა მცველია, მისთვის ეს პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

ისე, აღსანიშნავია, რომ ტყიბულელთა ორივე გოლის დროს საგოლე პასი ბექა გაბისკირიამ გააკეთა.

სპაერმა პირველ ტაიმში შეამცირა სხვაობა: საბა გეგიაძის მშვენიერი ინდივიდუალური გარღვევა და ახლო კუთხეში დარტყმა - 2:1.

მეორე ტაიმში კი გიგა სამხარაძემ დაახლოებით 30 მეტრიდან ცხრიანში დაარტყა და ლამაზი გოლი გაიტანა.

მეშახტე ბოლო ადგილზეა და ბოლოსწინაზე მყოფ სპაერს 9 ქულით ჩამორჩება.