კალენდარი

ხუთშაბათი, 17 სექტემბერი

კვირა, 4 ოქტომბერი

შაბათი, 5 სექტემბერი

კვირა, 6 სექტემბერი

ოთხშაბათი, 9 სექტემბერი

ხუთშაბათი, 10 სექტემბერი

ახალი ამბები

ბათუმელთა ზედიზედ მეოთხე მოგება

დინამო ბათუმმა დაძაბულ შეხვედრაში ლიდერ რუსთავს მოუგო. ეს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 24-ე ტურის პირველ შეხვედრაში. 

რუსთავი 0:1 დინამო ბთ 

ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში გავიდა. რუსთაველთა მეკარე პაპუნა ბერუაშვილს თორნიკე კირკიტაძემ  დაასწრო, თავით ააცალა ბურთი და შემდეგ ცარიელ კარში გაიტანა. 

არადა, რუსთაველებს რამდენიმე შანსი ჰქონდათ. პირველ ტაიმში სოლომონ კესიმ მცველი მოატყუა, ძლიერად დაარტყა და მცველმა მამუკა კობახიძემ გამოიტანა ბურთი კარიდან...

მეორე ნახევარში იაპონელმა იუტა ნაკანომ შორიდან ძელს მოარტყა ბურთი. ასევე გამოსარჩევია ავთანდილ გუჯაბიძის დარტყმული, ბურთი რიკოშეტით წავიდა კარისკენ და მეკარე ნოდარ ყალიჩავამ რთული სეივი შეასრულა. 

თავის მხრივ, ბათუმელებიც ბევრს აქტიურობდნენ.

საბოლოოდ 0:1. რუსთავი ლიდერად დარჩა, თუმცა ბათუმელებმა მათთან ჩამორჩენა ორ ქულამდე შეამცირეს. 

დინამო ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, თანაც ოთხივე გოლის გაუშვებლად.