კალენდარი

ხუთშაბათი, 17 სექტემბერი

კვირა, 4 ოქტომბერი

კვირა, 30 აგვისტო

ორშაბათი, 31 აგვისტო

პარასკევი, 4 სექტემბერი

შაბათი, 5 სექტემბერი

ახალი ამბები

იბერია 1999: წაგება პოლონელებთან... წინ კი კონფერენციის ლიგის ძირითადი ეტაპია

თბილისის იბერია 1999-მა ევროპა ლიგის პლეი ოფში პოლონურ იაგელონიასთან შინ 1:2 წააგო. ქართულ გუნდს სტუმრად 0:4 ჰქონდა წაგებული. ამდენად, თბილისელები კონფერენციის ლიგის ძირითად ეტაპზე ითამაშებენ.

შეგახსენებთ, იბერია 1999-მა ევროტურნირების ძირითადი ეტაპი ჯერ კიდევ ჩრდილორლანდიური ლარნის დამარცხებით გაინაღდა. 

აი, პოლონური იაგელონია კი ძლიერი გამოდგა. დღეს მიხეილ მესხზე ანდრი დემჩენკოს გაწვრთნილ იბერიელებს არაერთი საგოლე შანსი ჰქონდათ, თუმცა მხოლოდ ერთხელ გაიტანეს. ეს გოლი კი მშვენიერი გამოდგა: ზვიად ნაჭყებიამ შორეულ კუთხეში ძლიერი დარტყმით უშანსოდ დატოვა იაგელონიას მეკარე. 

იბერია 1999 1:2 იაგელონია

გოლები: 0:1 იმასი (31 პენ), 1:1 ნაჭყებია (35), 1:2 კლინგე (70)

იბერია: მაკარიძე (მეგრელიშვილი 78), ქობულაძე (ფიგერედო 71), ამისულაშვილი, სელიმოვიჩი, ჯინჯოლავა, ქარდავა, დადიანი (კუცია 71), ალჰასანი, ენდე (ძაგანია 64), ნაჭყებია, სიხარულაშვილი (კაფე 71)

კონფერენციის ლიგის ძირითადი ეტაპის წილისყრა 28 აგვისტოს გაიმართება. სულ 36 გუნდი იქნება. ყველა გუნდი ექვს-ექვს მატჩს ჩაატარებს. სამს შინ, სამსაც სტუმრად. ვნახოთ, ვინ იქნებიან იბერია 1999-ის მეტოქეები.