ორშაბათს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 21-ე ტურის ბოლო მატჩი გაიმართა. გაგრა-სპაერი 1:1 დასრულდა.
ცხრილში ერთმანეთის მეზობლად მყოფი გუნდების დაპირისპირება დაძაბული გამოდგა. გაგრა ისევ მერვე ადგილზეა, სპაერი კი მეცხრეა.
სხვათა შორის, გაგრას 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, აქედან ზედიზედ 4 შეხვედრა ფრედ დაასრულა. აი, სპაერს კი ბოლო 6 შეხვედრაში არ გაუმარჯვია.
უგოლო პირველი ტაიმი ვნახეთ, მეორე ნახევრის დასაწყისში კი სპაერს კაპიტანი ნიკოლოზ კენჭაძე გაუძევეს მეორე გაფრთხილების გამო. გაგრა დავით მუჯირის ლამაზი თავურით დაწინაურდა. ეს მოხდა 78-ე წუთზე.
თუმცა რამდენიმე წუთში სპაერის ნახევარმცველმა ნიკა ჩაგუნავამ ცხრიანში დაარტყა და 1:1. საინტერესოა, რომ მუჯირიც და ჩაგუნავაც შეცვლაზე შევიდნენ...
დინამო ბთ
იბერია 1999
რუსთავი
დინამო თბ
დილა
ტორპედო
სამგურალი
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
შტურმი
თელავი
სამტრედია
მერანი მრ
არაგვი
სიონი
ოდიში 1919
კოლხეთი 1913
გორი