კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 21-ე ტურის ორი მატჩი გაიმართა. გორის დილამ და დინამო ბათუმმა თავიანთი მატჩები მოიგეს. გორელებმა ტყიბულის მეშახტეს აჯობეს, ბათუმელებმა კი წყალტუბოს სამგურალთან აიღეს სამი ქულა.
თავიდან მეშახტე იგებდა, კერძოდ, ბექა გაბისკირიამ ჩააწოდა და გიორგი გოგოლაშვილმა თავურით გაიტანა.
22-ე წუთზე დილას ფორვარდმა შოთა შეყილაძემ მეკარის მოგერიებულ ბურთს თავურით დაამატა და ანგარიში გაათანაბრა. ტაიმის ბოლოს მუჰამედ დიუფმა ასევე თავურით წინ გაიყვანა გორელები...
შესვენების მერე კი ბლანკსონ ანოფმა პენალტის უფლება მოიპოვა და შეყილაძემაც გამოიყენა - 3:1. შოთა შეყილაძის დუბლი.
დილა მეექვსე ადგილზეა, მეშახტე - ბოლოზე.
ბათუმელებმა წყალტუბოში დამაჯერებლად გაიმარჯვეს.
21-ე წუთზე ლუკა წულუკიძის ჩაწოდებულს ავოკე ეშეტიეს ზუსტი თავური მოჰყვა და ანგარიში გაიხსნა. ეს ეშეტიეს პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
პირველივე ტაიმში ბათუმელთა კიდევ ორი გოლი ვნახეთ: ლუკა წულუკიძემ შორიდან ტექნიკური დარტყმით ორამდე გაზარდა სხვაობა, ხოლო მერე დმიტრი მანდრიჩენკომ გამოიყენა თორნიკე კირკიტაძის პასი და ვარდნაში გაიტანა.
მეორე ნახევარში კი სტუმრებმა მეოთხე გოლიც მიითვალეს: ისევ კირკიტაძის პასი , უერდი მარას ტექნიკური მოქმედება და დარტყმაც საშუალო მანძილიდან - 0:4.
სამგურალი მეშვიდე ადგილზეა, ხოლო ბათუმელები მეხუთე ადგილზე არიან და ლიდერ რუსთავს 7 ქულით ჩამორჩებიან.
რუსთავი
იბერია 1999
დინამო თბ
დინამო ბთ
ტორპედო
დილა
სამგურალი
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
თელავი
შტურმი
მერანი მრ
ოდიში 1919
არაგვი
სიონი
სამტრედია
კოლხეთი 1913
გორი