კალენდარი

შაბათი, 8 აგვისტო

შაბათი, 15 აგვისტო

კვირა, 16 აგვისტო

ორშაბათი, 17 აგვისტო

პარასკევი, 21 აგვისტო

შაბათი, 22 აგვისტო

ახალი ამბები

არის! იბერია 1999-მა ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე თამაში გაინაღდა

იბერია 1999-მა ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩრდილოირლანდიური ლარნის ბარიერი გადალახა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ჩემპიონი შემოდგომაზე ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე გარანტირებულად ითამაშებს.

თბილისის მიხეილ მესხზე მაყურებელი საკმაოდ მოვიდა. 120-წუთიანი თამაში... იბერიელებს სათამშო უპირატესობა ჰქონდათ, განსაკუთრებით ეს მეორე ტაიმის დიდ ნაწილს ეხება. და ვახო ბედოშვილის გოლიც ლოგიკური იყო: ბედოშვილმა ნიკა სიხარულაშვილის ქუსლური პასის შემდეგ ერთი მცველი მოატყუა და დაბალ კუთხეში ზუსტი დარტყმით გახსნა ანგარიში. 

ეს 74-ე წუთზე მოხდა, ორ წუთში კი ლარნმა თითქმის პირველივე სახიფათო შეტევა გოლით დაასრულა: ჯეიმს სიმპსონმა დაარტყა, ბურთი კი ძელიდან ასხლეტით გავიდა კარში. გაშვებულმა გოლმა ქართული გუნდის თამაში აშკარად არია, თუმცა დამატებით დროში მაინც დაიბრუნეს სათამაშო უპირატესობა...

პირველი დამატებითი დრო მთავრდებოდა, როცა ნიკოლოზ დადიანმა მშვენიერი პასი გაუკეთა ნიკა სიხარულაშვილს და მანაც კარგად შეასრულა - 2:1. 

სხვათა შორის, ეს სიხარულაშვილის მეოთხე გოლია მიმდინარე ევროტურნირებზე. 

22-წლიანი შესვენების მერე პირველად, ქართული კლუბი ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა. ახლა საინტერესოა, რომელ ტურნირზე. იბერია 1999 ევროპა ლიგის პლეი ოფში შეხვდება პოლონურ იაგელონიასა და შოტლანდიურ გლაზგო რეინჯერსს შორის გასულს. პირველი მატჩი პოლონეთში იაგელონიაში 2:1 მოიგო. და თუ იბერიელები ევროპა ლიგის პლეი ოფსაც გაივლიან, ამ ტურნირის ჯგუფში მოხვდებიან, ხოლო თუ გავარდებიან, კონფერენციის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ. 

იბერია 1999 - ლარნი 2:1 (პირველი მატჩი 0:0)

გოლები: 1:0 ბედოშვილი (74), 1:1 სიმპსონი (76), 2:1 სიხარულაშვილი (102)

იბერიას შემადგენლობა ასეთი იყო: მაკარიძე, ქობულაძე (ბოჭორიშვილი 91), სელიმოვიჩი, ამისულაშვილი, ჯინჯოლავა, კუცია (ბართიშვილი 64), ქარდავა (ალჰასანი 77), დადიანი, ბედოშვილი (ძაგანია 77), ნაჭყებია (კულიევი 115), სიხარულაშვილი (ენდე 115)