ქართული გუნდების ამბები ევროტურნირებზე. როგორ ითამაშეს იბერია 1999-მა, დინამო თბილისმა და დილამ.
იბერია 1999-მა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში, შინ 0:2 წააგო სლოვაკეთის ჩემპიონთან, იაია ტურეს გაწვრთნილ ბრატისლავის სლოვანთან.
ქართველებმა ორი გოლი კი გაიტანეს, მაგრამ ორივე თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა. სლოვანმა ორივე გოლი პირველი ტაიმის შვიდწუთიან მონაკვეთში გაიტანა.
იბერიელები სლოვანთან თუ გავარდებიან, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებენ, სადაც შეხვდებიან სერბულ ცრვენა ზვეზდასა და ჩრდილოირლანდიურ ლარნეს შორის დამარცხებულს.
იბერია 1999 0:2 სლოვანი
გოლები: 0:1 შპორარი (25), 0:2 ირაიანგი (32)
იბერია 1999: მაკარიძე, ქობულაძე (ალჰასანი 85), ამისულაშვილი, სელიმოვიჩი (ბოჭორიშვილი 76), ჯინჯოლავა, ქარდავა, დადიანი, ბართიშვილი (კუცია 67), ბედოშვილი (კაფე 76), ნაჭყებია, სიხარულაშვილი (ენდე 85)
დინამო თბილისმა და გორის დილამ კონფერენციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრები გამართეს. განსხვავებული შედეგები აჩვენეს.
დინამოელებმა მიხეილ მესხზე 3:0 აჯობეს ლიეტუვის ჟალგირისს. თემურ ქეცბაიას გუნდმა გოლები პირველი ტაიმის თექვსმეტწუთიან მონაკვეთში გაიტანა.
ჯერ ვნახეთ მცველ ნუმან კურდიჩის თავური; მერე ლეო სანტოსმა ბოლომდე იბრძოლა და მცველს შეცდომა დააშვებინა, ბურთი ასხლეტით შევარდა კარში; მესამე გოლი კი ისევ მცველმა, ნიკოლოზ უგრეხელიძემ გაიტანა დამატებაზე...
თბილისელებს უფრო დიდი ანგარიშით გამარჯვებაც შეეძლოთ. საპასუხო მატჩი 30 ივლისს ლიეტუვაში გაიმართება. დინამოელებმა მესამე ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.
და თუ დინამო გავა, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე შეხვდება ევროპა ლიგის წყვილში (ჰაიდუკი-პაფოსი) დამარცხებულს. ანუ, ევროპა ლიგიდან ის წაგებული გადმოინაცვლებს კონფერენციის ლიგაში. ჰაიდუკმა პირველ მატჩში შინ 2:0 მოუგო პაფოსს.
დინამო თბ - ჟალგირისი 3:0
გოლები: 1:0 კურდიჩი (14), 2:0 ლეო სანტოსი (26), 3:0 უგრეხელიძე (30)
დინამო თბ: ლორია. ფსალტისი (ციკოლია 80), კურდიჩი, უგრეხელიძე, კალანდაძე (ვაწაძე 80), ოსეი (კაკაშვილი 63), ნინუა, დო კოუტუ (ტკალია 80), ლეო სანტოსი, კვარაცხელია (ხარაბაძე 67), ბა
რაც შეეხება გორის დილას, შინ 0:4 წააგო კვიპროსის აპოლონთან. დილა მე-40 წუთიდან ათი კაცით თამაშობდა, კერძოდ, არბუტრმა ნანა-კოფი დონკორი გააძევა. იმ დროს გორელები უკვე ორი ბურთის სხვაობით მარცხდებოდნენ.
შეგახსენებთ, დილამ პირველ საკვალიფიკაციოზე სან-მარინოს ვირტუსი გამოთიშა.
დილა - აპოლონი 0:4
გოლები: 0:1 ტომასი (14), 0:2 ვაისბეკი (27), 0:3 კიკაბიძე (53, ავტოგოლი), 0:4 ოზბოლტი (88)
დილა: კერესელიძე, კიკაბიძე, ჟოაო არაუჟო, იარბრუგი, ჯალაღონია, ტალი (გ.კობახიძე 46), მენთეშაშვილი (გოგობერიშვილი 85), სანიანგი, ფარულავა (კუაკუ 78), დონკორი, შეყილაძე (კანტე 71)
იბერია 1999
რუსთავი
დინამო თბ
ტორპედო
დინამო ბთ
დილა
სამგურალი
სპაერი
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
თელავი
მერანი მრ
შტურმი
სიონი
არაგვი
ოდიში 1919
კოლხეთი 1913
სამტრედია
გორი