კალენდარი

შაბათი, 8 აგვისტო

შაბათი, 15 აგვისტო

ახალი ამბები

ქართული კლუბები კონფერენციის ლიგაში

უეფას კონფერენციის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი სამი ქართული კლუბიდან ორმა გადალახა. თუმცა ორივეს დიდი ბრძოლა დასჭირდა.

დინამო თბილისმა შინ ძირითად დროში 0:1 წააგო ლუქსემბურგის მონდორფთან და საქმე დამატებით დრომდე მივიდა. იქაც, გიორგი ლორიამ გადაარჩინა დინამოელები, ხოლო 111-ე წუთზე თბილისელებმა პენალტის უფლება მოიპოვეს და ნიკა ნინუამ მეორე ეტაპზე გამსვლელი გოლი გაიტანა. პენალტი კი ალგასიმ ბას ინდივიდუალურ გარღვევასა და მასზე წესების დარღვევას მოჰყვა.

ისე, მანამდე, მეორე ტაიმის შუაში, როცა ანგარიში 0:0 იყო, თორნიკე კვარაცხელიას წაქცევისთვისაც დაიმიშნა პენალტი და სწორედ ალგასიმ ბამ შეასრულდა, თუმცა მეკარემ მოიგერია ბურთი.

დინამო თბილისი მეორე საკვალიფიკაციოზე ლიეტუვის ჟალგირისს შეხვდება. პირველი შეხვედრა 23 ივლიის თბილისის მიხეილ მესხზე, საპასუხო კი 30 ივლისს ლიეტუვაში.

გორის დილას შინ 3:1 ჰქონდა მოგებული სან-მარინოს ვირტუსთან. სტუმრად კი გორელებმა ბეწვის ხიდზე გაიარეს. ბლანკსონ ანოფი მეორე ტაიმის მეათე წუთზე მეორე გაფრთხილების გამო გააძევეს და ქართული გუნდი ათი კაცით დარჩა.

ბოლოს ვირტუსმა გაიტანა, თუმცა საბედნიეროდ, დილამ მოახერხა გასვლა. მეკარე დავით კერესელიძემ რთული ბურთები მოიგერია.

გორელები მეორე ეტაპზე კვიპროსის აპოლონს ეთამაშებიან. ჯერ გორში 23 ივლიის, მერე კი 30-ში კვიპროსზე.

ქუთაისის ტორპედო გავარდა. აზერბაიჯანის ზირასთან მეორე მატჩიც 0:3 წააგო, ანუ ჯამში 0:6.

ტორპედო - ზირა 0:3 (პირველი მატჩი 0:3)

გოლები: 0:1 აიდინი (25), 0:2 სეიდაევი (35), 0:3 აიდინი (70)

ტორპედო: გოშაძე, კუპრავა, ლაცაბიძე (ნადარაია 56), შიმიჩი, სტამატოვი (პინსონი 46), ბუკია, მამუჩაშვილი, სკორუპი (ითრაქი 74), არაბიძე, პირესი, ანდრიჩი (დეისაძე 56)

დინამო თბ - მონდორფი 1:1 (პირველი მატჩი 2:1)

გოლები: 0:1 კუტურიე (86), 1:1 ნინუა (111 პენ)

დინამო თბ: ლორია, პსალტისი (ქვარცხავა 85), კურდიჩი, კალანდაძე, ლეო სანტოსი, ოსეი, კაკაშვილი (კვარაცხელია 56), ნინუა, ბა, დო კოუტუ (ციკოლია 120), ვაწაძე (ხარაბაძე 46)

ვირტუსი - დილა 1:0 (პირველი მატჩი 1:3)

გოლი: 1:0 სიაჩი (90+3)

გაძევება: ანოფი (55, დილა)

დილა: კერესელიძე, სანიანგი, კიკაბიძე (ეტოუ 62), ჟოაო არაუჟო, ჯალაღონია, ტალი, ანოფი, ფარულავა (კუაკუ 70), მენთეშაშვილი (იარბრო 82), ნიენეტე (გოგობერიშვილი 46), შეყილაძე (კანტე 46)