კალენდარი

შაბათი, 8 აგვისტო

შაბათი, 15 აგვისტო

ახალი ამბები

იბერია 1999 ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზეა

იბერია 1999-მა ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა. თბილისელებს ესტონური ტალინის ფლორასთან სტუმრად 3:2 ჰქონდათ მოგებული, შინ კი 2:2 ითამაშეს. 

მიხეილ მესხზე ორი განსხვავებული ტაიმი ვნახეთ. იბერიელებმა შესვენებამდე შეტევაზე ორიენტირებულად, ლაღად ითამაშეს. ეს ორ გატანილ გოლშიც აისახა. ნიკა სიხარულიშვილის დუბლი! მან ჯერ გიორგი კუციას ჩაწოდების მერე გაიტანა თავურით; ხოლო მეორე გოლი კარგ კომბინაციას მოჰყვა, კერძოდ, ნიკოლოზ დადიანმა მოძებნა ზვიად ნაჭყებია, მან გარე ტერფით საჯარიმოში გააკეთა პასი და სიხარულაშვილმაც ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი კარში. 

იბერია 1999 კომფორტული ანგარიშით იგებდა, თუმცა მეორე ნახევარში ორი გოლი გაუშვა და თამაშიც დაიძაბა. საბოლოოდ, ანდრი დემჩენკოს გაწვრთნილებმა მაინც მიიყვანეს საქმე ბოლომდე. 2:2 და ორი მატჩის ჯამში 5:4.  

იბერია 1999 2:2 ფლორა

გოლები: 1:0 სიხარულაშვილი (13), 2:0 სიხარულაშვილი (36), 2:1 ვარიუნდი (68), 2:2 საპინენი (84 პენ)

იბერია 1999: მაკარიძე, ზოური, ამისულაშვილი, სელიმოვიჩი, ჯინჯოლავა, ქარდავა, კუცია (კულიევი 74), დადიანი, ბედოშვილი (კაფე 84), ნაჭყებია (ქობულაძე 90+2), სიხარულაშვილი (ძაგანია 90+2)

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე იბერია 1999 სლოვაკეთის ჩემპიონს, ბრატისლავის სლოვანს შეხვდება. პირველი მატჩი 21 ივლისს თბილისის მიხეილ მესხზეა, მოერე კი 28 ივლისს ბრატისლავაში.