ქუთაისის ტორპედომ კონფერენციის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ჩაატარა. ქუთაისელებმა აზერბაიჯანში ზირასთან სამი ბურთის სხვაობით წააგო...
ზირას შემადგენლობაში ორმა ქართველმა ითამაშა: გიორგი პაპუნაშვილმა და დავით ვოლკოვმა, რომელმაც ტორპედოს გოლიც გაუტანა.
ზირა 3:0 ტორპედო
ტორპედო: გოშაძე, შერიფი, მანე (სკორუპი 38), შიმიჩი, კუპრავა (სტამატოვი 66), ბუკია, მამუჩაშვილი, ფელიპე პირესი, პინსონი, არაბიძე (დეისაძე 66), ანდრიჩი
გოლები: 1:0 რუან რენატო (32), 2:0 ვოლკოვი (47), 3:0 რუან რენატო (64 პენ)
საპასუხო მატჩი ქუთაისში 16 ივლისს 20:00 საათზე დაიწყება.
რაც შეეხებათ კონფერენციის ლიგაში გასულ კიდევ ორ ქართულ კლუბს: გორის დილა და დინამო თბილისი პირველ შეხვედრებს 9 ივლისს გამართავენ: დილა სან-მარინოს ვირტუსს უმასპინძლებს, მატჩი თენგიზ ბურჯანაძეზე 20:00 საათზე დაიწყება;
დინამოელები კი სტუმრად ლუქსემბურგის მონდორფს ხვდებიან. თბილისის დროით 21:15 საათზე.
რუსთავი
დინამო თბ
იბერია 1999
დინამო ბთ
ტორპედო
სამგურალი
დილა
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
თელავი
შტურმი
მერანი მრ
არაგვი
სიონი
ოდიში 1919
სამტრედია
კოლხეთი 1913
გორი