თბილისის იბერია 1999-მა ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი მოიგო. ანდრი დემჩენკოს გაწვრთნილმა გუნდმა სტუმრად 3:2 სძლია ესტონეთის ჩემპიონს, ტალინის ფლორას.
ვახო ბედოშვილის გამოზომილ პასს მოჰყვა ზვიად ნაჭყებიას ზუსტი დარტყმა და იბერიელები ასე დაწინაურდნენ. ეს მე-18 წუთზე მოხდა, ხოლო მალევე, გიორგი ჯინჯოლავამ პენალტი შეასრულა და თბილისელები ჰანდიკაპით გავიდნენ წინ.
ფლორამ მაინც მოახერხა ანგარიშის გათანაბრება, თუმცა 75-ე წუთზე ქართველები ისევ წინ გავიდნენ. გიორგი კუციამ კუთხური ჩააწოდა და ბაქარ ქარდავამ თავურით ახლო კუთხეში დარტყმით გაიტანა - 2:3.
საქართველოს ჩემპიონმა სტუმრად გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შანსიც აქვს.
ფლორა 2:3 იბერია 1999
იბერია: მაკარიძე, ზოური (ქობულაძე 86), სელიმოვიჩი, ამისულაშვილი, ჯინჯოლავა, ქარდავა, დადიანი, სიხარულაშვილი (ჩიხრაძე 80), ბართიშვილი (კულიევი 80), ბედოშვილი (კუცია 71), ნაჭყებია
გოლები: 0:1 ნაჭყებია (18), 0:2 ჯინჯოლავა (21 პენ), 1:2 კრეიდა (28), 2:2 ალამა (73), 2:3 ქარდავა (75)
გაძევება: კოლო (60)
საპასუხო მატჩი 14 ივლისს თბილისის მიხეილ მესხზე გაიმართება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.
იბერია 1999
რუსთავი
დინამო თბ
ტორპედო
დინამო ბთ
დილა
სამგურალი
სპაერი
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
თელავი
მერანი მრ
შტურმი
სიონი
არაგვი
ოდიში 1919
კოლხეთი 1913
სამტრედია
გორი