კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-19 ტურის ბოლო მატჩი გაიმართა. გაგრა-სამგურალი 0:0 დამთავრდა. 8 აგვისტომდე შესვენებაა... მანამდე ოთხი ქართული კლუბი ევროტურნირებზე ითამაშებს.
დაძაბული თამაში იყო. საკმაოდ ხისტიც. მომენტებიც შექმნა, თუმცა საუკეთესო შანსი გაგრას ჰქონდა: მე-13 წუთზე ანდრი ანდრეიჩუკი წააქციეს და პენალტი დაინიშნა. მათე ცინცაძემ დაარტყა და ლუკა კუტალაძემ მოიგერია ბურთი.
გაგრამ ზედიზედ მეხუთე წაუგებელი მატჩი ჩაატარა. ამ ხუთიდან გუნდმა სამი მოიგო, თუმცა გაგრა ჯერ მეცხრე ადგილზეა.
სამგურალი კი მეშვიდე საფეხურზეა.
დინამო ბთ
იბერია 1999
რუსთავი
დინამო თბ
დილა
ტორპედო
სამგურალი
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
შტურმი
თელავი
სამტრედია
მერანი მრ
არაგვი
სიონი
ოდიში 1919
კოლხეთი 1913
გორი