კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-17 ტურის კიდევ ორი მატჩი გაიმართა. წყალტუბოს სამგურალმა 2:1 მოუგო ქუთაისის ტორპედოს, ხოლო რუსთავმა 1:0 აჯობა აუტსაიდერ მეშახტეს.
წყალტუბოელებმა ზედიზედ მესამედ მოიგეს და მეექვსე ადგილზე არიან, ტორპედო კი ზედიზედ მეორედ დამარცხდა, მესამეზეა და 5 ქულით ჩამორჩება ლიდერ იბერია 1999-ს.
კვლავ მშვენივრად ითამაშა სამგურალის ბრაზილიელმა შემტევმა კლაუდიო სებოლინიამ, რომელმაც მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთს ქუსლით დაამატა და ორიგინალური გოლი გაიტანა. სებოლინია მართლაც გამოირჩევა მიმდინარე სეზონში.
მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა სამგურალის მეორე ბრაზილიელმა ითამაშა კარგად, ვინისიუსი მარცხნიდან შეიჭრა საჯარიმოში, პასი გააკეთა და იქ დასწრებაზე კარგი იყო მათე შათირიშვილი. 18 წლის ცენტრალურ მცველი საკმაოდ პროგრესირებს.
ტორპედომ სხვაობა შეამცირა კომნენ ანდრიჩის გოლით: სერბმა თავურით გაიტანა. საბოლოოდ, 2:1. მომენტები კიდევ იყო, მაგრამ სამგურალმა საქმე ბოლომდე მიიყვანა.
რუსთაველებმა კვლავ გაიმარჯვეს და მეორე პოზიციაზე არიან. გიორგი ცეცაძის გაწვრთნილი გუნდი მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება ლიდერს.
ერთადერთი გოლი 73-ე წუთზე პენალტით გავიდა. ჟან სოუზამ საჯარიმოში კარგი ქუსლური პასი გააკეთა, ბურთი იუტა ნაკანომ მიიღო, რომელიც წააქციეს. ამას მოჰყვა პენალტი და რუსთაველთა კაპიტანმა ავთანდილ გუჯაბიძემ ზუსტად დაარტყა - 1:0.
მომენტები კიდევ შეიქმნა. მეორე ნახევარში სოლომონ კესისა და პრინს ოსეის ჰქონდათ შანსები, მაგრამ დამამთავრებელ ფაზაში კარგად ვერ ითამაშეს.
მეშახტემ კი ზედიზედ მერვე მატჩი წააგო.
იბერია 1999
რუსთავი
ტორპედო
დინამო თბ
დინამო ბთ
სამგურალი
სპაერი
დილა
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
თელავი
მერანი მრ
შტურმი
სიონი
არაგვი
ოდიში 1919
კოლხეთი 1913
სამტრედია
გორი