კალენდარი

პარასკევი, 12 ივნისი

შაბათი, 13 ივნისი

კვირა, 14 ივნისი

სამშაბათი, 16 ივნისი

ოთხშაბათი, 17 ივნისი

ხუთშაბათი, 18 ივნისი

ახალი ამბები

დინამო თბილისმა მეშახტეს 6:1 მოუგო

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-16 ტური დასრულდა. დღეს ერთი მატჩი გაიმართა. დინამო თბილისმა ტყიბულის მეშახტეს 6:1 მოუგო. დინამოელები მეოთხე ადგილზე არიან, თუმცა მეორე-მესამეადგილოსნებთან ჩამორჩენა მხოლოდ ერთი ქულაა. მეშახტემ კი აუტსაიდერია: გუნდმა ზედიზედ მეშვიდედ წააგო.

მეშახტე 1:6 დინამო თბ 

დინამოელები 27-ე წუთზე უკვე სამბურთიანი სხვაობით იგებდნენ.

ანგარიში ნუმან კურდიჩმა გახსნა თავური დარტყმით. ეს მისი პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

შემდეგ მათე ვაწაძის ჯერი დადგა. ერთ შეხებაში, ვარდნაში დაარტყა და ლამაზი გოლი მიითვალა. მალევე, ნიკოლოზ უგრეხელიძემ თავურით სამამდე გაზარდა სხვაობა. პირველი ტაიმი ასეც დასრულდა.

63-ე წუთზე აბდულაი იოროს გოლიც ვნახეთ.

აუცილებლად აღვნიშნოთ ნიკა ნინუასა და გიორგი ხარაიშვილის ოსტატური პასები. ნინუამაც და ხარაიშვილმაც 2-2 საგოლე პასი გააკეთეს.

მალევე თორნიკე კვარაცხელიას შეეძლო კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლის გატანა. პენალტი დაარტყა და მეკარე ლევან ტყეშელაშვილმა მოიგერია ბურთი. პენალტი რომ დაინიშნა, ამაში თორნიკეს დიდი წვლილიცაა. შეცვლაზე ერთი წუთის შესული იყო, როცა მშვენიერი გადაცემა გაუკეთა გიორგი ხარაიშვილს, ის კი წააქციეს...

73-ე წუთზე მეშახტემაც გაიტანა, კერძოდ მათე კვირკვიამ: მან ტარიკ შიკალოს კარგი გარღვევა და პასი დაასრულა გოლით.

შემდეგ კი დინამოელთა კიდევ ორი გოლი ვნახეთ: იორომ დუბლი შეასრულა, საგოლე პასი კი 18 წლის ლუკა ციკოლიასი იყო. ციკოლიას დებიუტი თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ გუნდში.

ბოლოს კი ირაკლი სირაძემ დაუფასა გადაცემა საბა ხარებაშვილს და ახლოდან გაიტანა - 1:6.