გაგრამ ქუთაისში სძლია ტორპედოს. ეს მოხდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-16 ტურის პირველ მატჩში.
ცხრილში მეორეადგილოსანი ბოლოდან მეორეადგილოსანს შეხვდა. ტორპედოს ამ ტურამდე 11-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა და რომ მოეგო, მინიმუმ ერთი დღით ლიდერი გახდებოდა. საბოლოოდ, გაგრამ გაიმარჯვა.
სწრაფი გოლი ვნახეთ. გაგრას უკრაინელმა ლეგიონერმა ილია სკრპიპნიკმა მეკარესთან პირისპირ გასვლა გამოიყენა და ზუსტი დარტყმით გაიტანა.
მე-15 წუთზე ტორპედომ კომნენ ანდრიჩის თავურით გაათანაბრა. სერბმა მოჰამედ შერიფის ჩაწოდებით გაიტანა. ანდრიჩი 7 გოლით ლიდერია ბომბარდირთა დავაში.
ექვს წუთში კი გაგრა მეორედ და როგორც აღმოჩნდა, საბოლოოდ დაწინაურდა: დავით მუჯირი მარცხნიდან შევიდა საჯარიმოში, მახვილი კუთხიდან დაარტყა, ბურთი ჯერ ძელს მოხვდა, მერე კი მეკარე ფილიპ კლიაიჩს და ისე შევარდა კარში - 1:2.
მომენტები ამის შემდეგაც შეიქმნა, მაგრამ გოლი აღარ გასულა. აღსანიშნავია დიეგო დეისაძის თავური, როცა ბურთი ხარიხას მოხვდა. გაგრამ მოიგო, თუმცა ჯერ ისევ მეცხრე ადგილზეა.
იბერია 1999
ტორპედო
რუსთავი
დინამო თბ
დინამო ბთ
სამგურალი
სპაერი
დილა
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
მერანი მრ
თელავი
შტურმი
არაგვი
ოდიში 1919
სიონი
კოლხეთი 1913
სამტრედია
გორი