კალენდარი

ორშაბათი, 25 მაისი

ხუთშაბათი, 28 მაისი

პარასკევი, 29 მაისი

შაბათი, 30 მაისი

პარასკევი, 12 ივნისი

ახალი ამბები

ქუთაისის ტორპედომ ქართულ კლასიკოში მოიგო; გაგრამ გამარჯვების გემო გაიხსენა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-15 ტური დაიწყო. ორი მატჩი გაიმართა: ქუთაისის ტორპედომ დინამო არენაზე მოუგო დინამო თბილისს, ხოლო გაგრამ გორის დილას სძლია.

დინამო თბ 0:1 ტორპედო

ქართული კლასიკო ქუთაისის ტორპედომ მოიგო. ერთადერთი გოლი ბრაზილიელმა ფელიპე პირესმა გაიტანა, რომელმაც გიორგი არაბიძის მიერ გარე ტერფით გაკეთებული პასის მერე კარიდან წინ გამოსული გიორგი ლორია მოატყუა და შორიდან დარტყმით გაიტანა.

ეს ფელიპე პირესის მესამე გოლი იყო მიმდინარე სეზონში, ხოლო არაბიძემ მერვე საგოლე პასი გააკეთა და ამ მაჩვენებლით საუკეთესოა.

ზოგადად, მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგალითად, ერტხელ ვლადიმერ მამუჩაშვილის გადაცემის მერე კომნენ ანდრიჩმა სასწაულად ვერ გაიტანა - ბურთი ძელს მოხვდა. ერთხელაც ლორიამ ურთულესი ბურთი მოგერია სწორედ ანდრიჩის დარტყმის მერე. გამოვარჩიოთ დინამოელი როდრიგუ რამუშის დარტყმაც, როცა ფილიპ კლიაიჩმა კარგი რეაქცია გვაჩვენა.

ტორპედო მეორე ადგილზეა. დირკ შუსტერის გუნდს 11 ტურია არ წაუგია. დინამოელებსაც ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდათ და აი, თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით გუნდი პირველად დამარცხდა.

კარგია, რომ გულშემატკივრები საკმაოდ მოვიდნენ. წინა დაპირისპირებებთან შედარებით, ინტერესი მეტი იყო.

გაგრა 2:0 დილა 

გაგრამ დილას 2:0 აჯობა. გაგრაელებს ზედიზედ ექვსი ტური არ ჰქონდათ მოგებული და აი, სერია შეწყვიტეს. აი, გორელები კი მეხუთე ადგილზე რჩებიან.

ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. ჯერ პედრო ბორჟესის პასის მერე გაიტანა კლაუდინეიმ. ეს სუფთა ბრაზილიური კომბინაციით გატანილი გოლი იყო...

ამის მერე დილას გაუძევეს ჟოაო არაუჟო (მეორე ყვითელი ბარათის გამო) და გაგრამაც მალე გამოიყენა რიცხობრივი უპირატესობა: ზურაბ ჭავჭანიძის პასის მერე ანდრი ანდრეიჩუკი მეკარესთან პირისპირ დარჩა და ზუსტად დაარტყა.