მეცამეტე ტურის პირველი მატჩი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში: ქუთაისის ტორპედომ გორის დილას 2:1 მოუგო. ქუთაისელებმა გადამწყვეტი გოლი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გაიტანეს...
ტორპედომ დაძაბულ თამაშში მოუგო დილას. ქუთაისელები 43-ე წუთიდან რიცხობრივ უპირატესობაში იყვნენ, რადგან დილას ნახევარმცველი ბლანკსონ ანოფი მეორე გაფრთხილების გამო გააძევეს.
57- ე წუთზე ტორპედოს კაპიტანმა ვლადიმერ მამუჩაშვილმა კარგად შეაყოლა ბურთი ფელიპე პირესს, რომელიც ჟოაო არაუჟომ წააქცია და დაინიშნა პენალტი, რომელიც გიორგი არაბიძემ გამოიყენა - 1:0.
83-ე წუთხე დილამ გაათანაბრა: არაუჟომ მარცხნივ კარგი პასი გაუკეთა ჟან-მარკ ტიბუეს, მის ჩაწოდებულს კი მოჰყვა ლაშა მენთეშაშვილის დასწრებაზე თამაში და ბურთი კარში აღმოჩნდა - 1:1.
მსაჯის მიერ დამატებულ მეოთხე წუთზე კი არაბიძემ წლეულს მორიგი, მეექვსე, საგოლე პასი გააკეთა: ჩაწოდება და მატეო შიმიჩის თავური - 2:1.
დილას მწვრთნელის რანგში დებიუტი ჰქონდა ლევან კორღალიძეს. მას კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ 30 წაუგებელი მატჩი ჰქონდა (თბილისის იბერია 1999-ში) და აი, დილაში შეწყდა ეს სერია.
ამ დროისთვის ტორპედო მეორე ადგილზეა, დილა კი - მეოთხეზე. მათ შორის მხოლოდ ერთი ქულაა სხვაობა.
რუსთავი
დინამო თბ
იბერია 1999
დინამო ბთ
სამგურალი
ტორპედო
დილა
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
თელავი
შტურმი
მერანი მრ
ოდიში 1919
სიონი
არაგვი
გორი
სამტრედია
კოლხეთი 1913