მეთორმეტე ტურიც მიილია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. ორშაბატს ორი მატჩი გაიმართა. დინამო თბილისმა რუსთავს 3:2 მოუგო, ხოლო სპაერმა გაგრას 3:0 აჯობა...
დინამო თბილისმა ბოლო 4 შეხვედრაში, რაც გუნდს თემურ ქეცბაია წვრთნის, 10 ქულა აიღო. დინამოელებმა ამჯერად რუსთავს სძლიეს. გია ცეცაძის გაწვრთნილ გუნდს 7-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა.
თბილისელები პირველივე წუთზე, კერძოდ 44-ე წამზე დაწინაურდნენ. ნიკა ნინუას კუთხური, საჯარიმოში არეულობა და აბდულაი იოროს ახლოდან გატანილი.
რუსთაველებმა პირველი ტაიმის შუაში გაათანაბრეს. მამუკა კაპანაძის ჩაწოდებულს მოჰყვა იაპონელი იუტა ნაკანოს თავური და 1:1. ნაკანოს ბევრი გაჰქონდა ლიგა 3-ში და ლიგა 2-ში, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში კი ეს მისი პირველი გოლია.
38-ე წუთზე ნიკა ნინუას კარგ პასს მოჰყვა რუი მონტეირუს შესრულება და დინამო ისევ დაწინაურდა.
თუმცა მალევე, ბრაზილიელმა ჯექსონ კენიომ საჯარიმოს მისადგომებიდან დაბალი დარტყმით გაათანაბრა. ნაკანოსი არ იყოს, კენიომაც პირველად გაიტანა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
მეორე ტაიმში კი ერთი გოლი ვნახეთ, მათე ვაწაძე მშვენიერ ფორმაშია და ამჯერად მაკრატელა გაიტანა - 2:3. ვაწაძემ ბოლო 4 შეხვედრაში 4 გოლი მიითვალა.
სპაერმა 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და გაგრას დიდი ანგარიშით სძლია. თავის მხრივ, გაგრამ ზედიზედ მესამედ წააგო.
პირველ ტაიმში ერთი გოლი გავიდა: გოჩა ცირდავას კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს მცველმა გიორგი ბუნტურმა შეაგება თავური. ბუნტურისთის სადებიუტო გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
დაძაბული თამაში იყო, 73-ე წუთზე კი სპაერმა ორამდე გაზარდა სხვაობა: საბა გეგიაძის პასს მოჰყვა გიორგი ცეცხლაძის ზუსტი დარტყმა.
ბოლოს ისევ საბა გეგიაძე გამოირჩა, პენალტის უფლება მოიპოვა და გიგა სამხარაძემ გამოიყენა - 3:0.
სხვათა შორის, სპაერმა პირველ წრეშიც 3:0 აჯობა გაგრას.
რუსთავი
დინამო თბ
იბერია 1999
დინამო ბთ
სამგურალი
ტორპედო
დილა
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
თელავი
შტურმი
მერანი მრ
ოდიში 1919
სიონი
არაგვი
გორი
სამტრედია
კოლხეთი 1913