დასრულდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეთერთმეტე ტური. ბოლო შეხვედრაში დინამო თბილისმა სპაერს მოუგო, მეხუთე ადგილზე გადავიდა და ლიდერ იბერია 1999-ს 8 ქულით ჩამორჩება.
დინამოელებმა სპაერს პირველ წრეშიც 2:1 მოუგეს. ამჯერადაც...
თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა გუნდმა პირველი ტაიმის ექვსწუთიან მონაკვეთში ორჯერ გაიტანა. ჯერ საბა ხარებაშვილის გრძელი გადაცემის მერე ნანა-კოფი დონკორმა მშვენივრად ითამაშა, მცველს ერთი მოძროაბით გასცდა და მეკარემ პირველი დარტყმული მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ისევ დონკორი გაჩნდა და ბურთი კარში გადაგზავნა.
მერე კი მათე ვაწაძემ გაიტანა. ნიკა ნინუას კუთხურს მოჰყვა ვაწაძის თავური, ბურთი ჯერ ძელს მოხვდა და შემდეგ გადაკვეთა კარის ხაზი. VAR-ზე გადამოწმების მერე ჩაითვალა გოლი.
მეორე ნახევარში ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები, გოლი კი ერთი გავიდა. გოჩა ცირდავას პასს მოჰყვა ზურაბ გოლუბიანის ზუსტი დარტყმა და სპაერმა სხვაობა შეამცირა - 2:1.
თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით დინამოელებმა მესამე შეხვედრა ჩაატარეს, ორში გაიმარჯვეს და ერთი ფრეც დაასრულეს. აი, სპაერმა კი მშვენივრად დაიწყო სეზონი და ლიდერობდა კიდეც, თუმცა მას მერე ზედიზედ 7 მოუგებელი მატჩი მოუგროვდა.
იბერია 1999
რუსთავი
ტორპედო
დილა
დინამო თბ
სამგურალი
სპაერი
დინამო ბთ
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
მერანი მრ
შტურმი
არაგვი
კოლხეთი 1913
სამტრედია
ოდიში 1919
თელავი
სიონი
გორი