კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეთერთმეტე ტურის სამი მატჩი გაიმართა. ლიდერმა იბერია 1999-მა გორში დილას მოუგო, სამგურალმა მეშახტეს აჯობა, ხოლო დინამო ბათუმმა გაგრა დაამარცხა და ბოლოდან მერვე ადგილამდე აინაცვლა.
წყალტუბოელებმა ზედიზედ მეორე თამაში მოიგეს, ამჯერად ტყიბულელებთან 3:1.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა: 55-ე წუთზე ირაკლი ჯანჯღავამ გაიტანა თავურით, მერე ველისოლმა გამოიყენა ვინისიუსის პასი და საჯარიმოში მარცხნიდან შესულმა ტექნიკურად შეასრულა.
ამ ორ გოლს შორის იყო სამგურალის გამოუყენებელი პენალტი: ლევან პაპავას დარტყმული თერთმეტმეტრიანი ლევან შოვნაძემ მოიგერია.
79-ე წუთზე მეშახტემ თამაში დაძაბა, კერძოდ, ლაშა უგრეხელიძემ გაიტანა და დრო ჯერ კიდევ იყო, თუმცა ბოლოს ისევ სამგურალმა გაიხარა: კლაუდიო სებოლინიამ მეკარეს თავზე გადაუგდო ბურთი და 3:1.
მეშახტეს მესამე ტურის მერე არ მოუგია, თუმცა ბევრი წაგებაც არ აქვს. მეტწილად ფრეები აქვს (11-დან 7).
იბერიელებმა კვლავ მოუგეს დილას. კონკრეტულად კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში შარშან ოთხი თამასიდან ოთხივეში დაამარცხეს და აი, წლეულსაც ორიდან ორში აჯობეს. სამაგიეროდ, დილამ თასის ფინალში დაამარცხა იბერია 1999.
დღევანდელ შეხვედრაში ერთადერთი გოლი გავიდა და ძალიან ლამაზიც: ანდრია ბართიშვილის პასის შემდეგ პაატა ღუდუშაურმა შორეულ კუთხეში ჩაახვია. თან ერთი შეხებით.
მეორე ტაიმის შუაში იბერიას მეორე გოლის გატანის იდეალური შანსი მიეცა. ნიკოლოზ დადიანმა პენალტი გამოიმუშავა, გიორგი ჯინჯოლავამ დაარტყა და მეკარე დავით კერესელიძემ მოიგერია ბურთი.
იბერია 1999 ოთხქულიანი უპირატესობით ლიდერობს. დილა კი მეოთხე ადგილზეა.
ბათუმელებმა გამარჯვების გემო გაიხსენეს. გაგრას სძლიეს.
დმიტრი მანდრიჩენკოს დუბლი ვნახეთ. მე-19 წუთხე უერდი მარამ გააყოლა ბურთი ლუკა წულუკიძეს, მის პასს კი მანდრიჩენკოს ზუსტი დარტყმა მოჰყვა.
მეორე ტაიმის შუაში კი მანდრიჩენკომ თორნიკე კირკიტაძის პასის მერ ახლოდან გადაგზავნა ბურთი კარში - 0:2.
ბოლოს გაგრამ გაიტანა და თამაშში ინტრიგა დაბრუნდა. საბა ზოიძის ჩაწოდება და ზურაბ ჭავჭანიძის ზუსტი დარტყმა ვნახეთ.ეს 87-ე წუთზე მოხდა და გაგრას კიდევ ჰქონდა მომენტები, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.
საბოლოოდ 1:2. გაგრაც და დინამო ბათუმიც ცხრილის ქვედა ნაწილში არიან.
იბერია 1999
რუსთავი
ტორპედო
დილა
სამგურალი
სპაერი
დინამო თბ
დინამო ბთ
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
მერანი მრ
შტურმი
არაგვი
კოლხეთი 1913
სამტრედია
ოდიში 1919
თელავი
სიონი
გორი