დაიწყო კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეთერთმეტე ტური. ერთი მატჩი გაიმართა, ქუთაისში ტორპედოსა და რუსთავის დაპირისპირება 1:1 დასრულდა.
თამაში დაძაბულიც გამოდგა და სანახაობრივიც. რუსთავმა მეორე პოზიცია შეინარჩუნა და ისევ სამი ქულით უსწრებს ტორპედოს.
საკვანძო მომენტი გამოდგა 33-ე წუთი და ქუთაისელთა მარჯვენაფლანგელის, ვარლეის გაძევება. ვარლეის ბოლო იმედის ჯარიმისთვის უჩვენეს წითელი ბარათი. იმ მომენტში ბრაზილიელმა თანამემამულე ჟან სოუზა დე ალმეიდას წინააღმდეგ დაარღვია თამაშის წესები.
რუსთავმა რიცხობრივი უპირატესობა ანგარიშში ასახა 88-ე წუთზე. შეცვლაზე შესულმა ძმებმა გაითამაშეს კომბინაცია: ნიკოლოზ ქუთათელაძემ ალექსანდრე ქუთათელაძისგან მიიღო პასი და ზუსტი დარტყმით წინ გაიყვანა რუსთავი.
თუმცა ტორპედომ მაინც გაათანაბრა; გიორგი კოხრეიძის გარღვევა, პასი, კომნენ ანდრიჩის ცრუ მოძრაობა და კარგი დარტყმა - 1:1.
დინამო ბთ
იბერია 1999
დინამო თბ
რუსთავი
ტორპედო
დილა
სამგურალი
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
შტურმი
თელავი
სამტრედია
მერანი მრ
არაგვი
ოდიში 1919
სიონი
კოლხეთი 1913
გორი