დინამო თბილისმა წყალტუბოში სამგურალს 2:1 მოუგო. ეს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეცხრე ტურის პირველ მატჩში....
თემურ ქეცბაიას დებიუტი, დინამოელთა მთავარი მწვრთნელის რანგში, წარმატებული გამოდგა.
დინამო თბილისმა შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. აი, სამგურალმა კი ზედიზედ მეოთხედ წააგო.
პირველი გოლი 33-ე წუთზე ვნახეთ. დინამოელთა ნახევარმცველმა ნიკა ნინუამ კუთხური ჩააწოდა, იქ სამგურალის ბრაზილიელ მცველ ვინისიუსს ბურთი ხელზე მოხვდა. დაინიშნა პენალტი და მათე ვაწაძემ ზუსტად დაარტყა.
ვაწაძემ, რომელიც 37 წლის გახლავთ, მეორე ტაიმში კიდევ ერთი გოლი მიითვალა: მან როდრიგუ რამუშის პასის მერე დაბალი დარტყმით გაზარდა სხვაობა.
მეორე ტაიმის შუაში დინამო ათი კაცით დარჩა: არბიტრმა გოგა კიკაჩეიშვილმა უხეშობისთვის პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა ირაკლი სირაძეს. სხვათა შორის, სირაძე ოთხი წუთის შესული იყო მინდორზე (სწორედ ვაწაძე შეცვალა).
სამგურალი ბევრს უტევდა და 82-ე წუთზე ბრაზილიელმა მცველმა პაბულუ რიანმა თავურით გაიტანა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.
დინამო ბთ
იბერია 1999
დინამო თბ
რუსთავი
დილა
სამგურალი
ტორპედო
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
შტურმი
თელავი
სამტრედია
მერანი მრ
არაგვი
ოდიში 1919
სიონი
გორი
კოლხეთი 1913