კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ცხრილში ქულების მხრივ ისეთი სიმჭიდროვეა, რომ ჯერ ადგილებზე საუბარი ზედმეტია.
მეშვიდე ტური დაიწყო. სამი მატჩი გაიმართა და ორი ფრედ დასრულდა, ერთში კი მინიმალური სხვაობა დაფიქსირდა: დილამ სტუმრად სამგურალს 1:0 აჯობა.
გაგრა ტორპედოსთან ჯერ აგებდა, შემდეგ იგებდა, საბოლოოდ კი შეხვედრა ფრედ დასრულდა.
სწრაფი გოლი ვნახეთ: ტორპედოელთა კაპიტანმა ვლადიმერ მამუჩაშვილმა დიეგო დეისაძის პასის მერე, მოკლე მონაკვეთში, ინდივიდუალურად მშვენივრად იმოქმედა და ტექნიკურად გაიტანა - 0:1.
პირველი ტაიმის ბოლოს გაგრამაც ორიგინალური გოლით გაათანაბრა: ანდრი ანდრეიჩუკმა კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს ერთი შეხებით დარტყმა მიაყოლა. რთული შესასრულებელი იყო.
58-ე წუთზე ანდრეიჩუკის პასს მოჰყვა ილია სკრიპნიკის ზუსტი დარტყმა და გაგრა წინ წავიდა. გაგრაში ორივე გოლი უკრაინელებმა მიითვალეს.
მერე კი ვნახეთ ფელიპე პირესის გოლი. პენალტი დაინიშნა, ბრაზილიელის დარტყმული მეკარე ოლეკსანდრ ვორობეიმ მოიგერია, დამატებაზე კი ისევ ფელიპე პირესმა იმარჯვა და ანგარიში 2:2 გახადა.
გაგრა ჯერჯერობით ბოლო ადგილზეა, ტორპედო კი ცხრილის შუაშია.
დინამო თბილისსაც და მეშახტესაც 7 თამაშში უკვე 5 ფრე მოუგროვდათ. ამ ტურამდე თანაბარი ქულები ჰქონდათ და ასეც გაგრძელდა.
28-ე წუთზე დინამო განელმა ნანა-კოფი დონკორმა დააწინაურა. 19 წლის განელმა ნიკა ნინუას პასის მერე მახვილი კუთხიდან გაუტანა ლევან შოვნაძეს, რომელიც აშკარად ჩაწოდებას ელოდა.
ოთხ წუთში კი ცოტნე ფაცაციამ ვარდნაში დარტყმით გაათანაბრა. საგოლე პასი კი ბექა შუბითიძისა იყო.
მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა ბარნს ოსეიმ მეორე გაფრთხილება მიიღო და დინამო ათი კაცით დარჩა.
გორის დილამ სტუმრად სძლია წყალტუბოს სამგურალს.
ბოლო წუთები იყო, როცა მამინ სანიანგი მარცხნიდან შეიჭრა საჯარიმოში, მერე დაარტყა და ბურთი კარში აღმოჩნდა. რიკოშეტიც დაეხმარა. სანიანგი გამბიელია, დილას ახალწვეული გახლავთ.
დილა წლეულს სტუმრად უკეთ თამაშობს. სამი მოგება აქვს და აქედან ორი სტუმრად მოახერხა.
იბერია 1999
სპაერი
რუსთავი
დილა
ტორპედო
დინამო თბ
მეშახტე
სამგურალი
დინამო ბთ
გაგრა
თელავი
გარეჯი
შტურმი
სიონი
ოდიში 1919
მერანი მრ
კოლხეთი 1913
არაგვი
გორი
სამტრედია