კალენდარი

შაბათი, 11 აპრილი

შაბათი, 21 მარტი

კვირა, 22 მარტი

პარასკევი, 3 აპრილი

ახალი ამბები

სპაერის გოლები და ქულები; დილას მოგება ტორპედოსთან; ფრე წყალტუბოში

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეოთხე ტური დასრულდა. დღეს სამი მატჩი გაიმართა. დებიუტანტმა სპაერმა 4:1 მოუგო სამგურალს, დილამ 1:0 სძლია ტორპედოს, ხოლო მეშახტე-დინამო ბათუმი ფრედ დასრულდა. 

სპაერი 4:1 სამგურალი 

თბილისის სპაერი ლიდერია. 4 ტურიდან 3 მოიგო და თან მეორედ გაიმარჯვა დიდი ანგარიშით.  

სწრაფი გოლი ვნახეთ. თორნიკე ასკურავას პასის მერე ნიკა ჩაგუნავამ შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა და 1:0.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა სამგურალის მცველმა აბდულ ქაბიამ მეორე გაფრთხილება მიიღო და მინდორი ნაადრევად დატოვა. სპაერმა რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა და ერთწუთიან მონაკვეთში ორჯერ გაიტანა.

ჯერ კარგ კომბინაციას მოჰყვა ლაშა კოხრეიძის ბოლო პასი და ასკურავას დაბალ კუთხეში დარტყმა; მერე კი თავად კოხრეიძემ ინდივიდუალური გარღვევა დაასრულა გოლით - 3:0. ასკურავაზე ისიც დავწეროთ, რომ სადებიუტო გოლი მიითვალა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

72-ე წუთზე სამგურალმა სხვაობა შეამცირა, კერძოდ, ლაშა შერგელაშვილმა საფირმო საჯარიმო დარტყმა შეასრულა. ბურთმა უცნაური ტრაქტორია მოხაზა და კარში აღმოჩნდა.

ბოლოს კი ვნახეთ გიგა სამხარაძის შესრულებული პენალტი. 4:1. სამხარაძეს მიმდინარე სეზონში სამი გოლი აქვს გატანილი და სამივე - პენალტით.

დილა 1:0 ტორპედო 

გორის დილამ პირველი ქულები მოიპოვა: ქუთაისის ტორპედოს 1:0 აჯობეს.

მე-4 წუთი იყო, როცა გიორგი ჯალაღონიამ მარცხნიდან ჩააწოდა და ლაშა მენთეშაშვილმა თავურით გაიტანა. საინტერესოა, რომ ეს მენთეშაშვილის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

ტორპედო ბოლო ადგილზეა. ცხრილს რომ შეხედავ, ერთ საინტერესოს შეამჩნევთ: შარშანდელ სეზონში პირველ სამეულში რომელი გუნდებიც გავიდნენ ახლა ყველანი ცხრილის ქვედა ნაწილში არიან.

მეშახტე 0:0 დინამო ბთ 

მატჩი დაძაბული გამოდგა, მაგრამ გოლი არ გავიდა. ბევრი საგოლე შანსიც არ ყოფილა.

ბათუმელებმა წლეულს სამივე მატჩი ფრედ დაასრულეს, მეშახტეს კი ერთი მოგება და ორი ფრე აქვს. საინტერესოა, რომ ტყიბულელებს ჯერ გოლი არ გაუშვიათ. არც თვითონ გაუტანიათ ბევრი: მხოლოდ ერთი...

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 17 მატჩი გაიმართა და სპაერის მონაწილეობით ორი თამაშის გარდა, ყველგან ან ფრე დაფიქსირდა, ან მინიმალური სხვაობა. ჯამში 27 გოლია გასული და აქედან 10 სპაერმა გაიტანა.