კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მესამე ტური დასრულდა. ხუთშაბათს ორი მატჩი გაიმართა: ტყიბულის მეშახტემ გორში 1:0 მოუგო დილას, ხოლო წყალტუბოს სამგურალისა და დინამო ბათუმის დაპირისპირება 1:1 დასრულდა.
ტყიბულის მეშახტემ ისტორიაში პირველი გამარჯვება მოიპოვა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. როგორც იცით, მეშახტე დებიუტანტია და 36-ე ქალაქია, რომლის გუნდსაც საქართველოს მთავარ ლიგაში უთამაშია.
დღევანდელი თამაში დაძაბული გამოდგა და ერთადერთი გოლი გავიდა: ტყიბულელთა გარემარბმა დიმიტრი ღურწკაიამ მარცხენა ფლანგზე ბრძოლაში მოიპოვა ბურთი, პასი გაუკეთა ირაკლი სიხარულიძეს, რომელიც ცენტრისკენ შეიწია და დაბალი დარტყმით გაიტანა. ეს მეორე ტაიმის შუაში მოხდა - 0:1.
საინტერესოა, რომ შარშან სიხარულიძე იბერია 1999-ში როცა თამაშობდა, ორჯერ გაუტანა დილას და ორივეჯერ 1:0 მოიგო მისმა გუნდმა. ახლა მესამე შემთხვევააა, ოღონდ ამჯერად მეშახტეს სახელით.
პირველ ტაიმში ბათუმელები დაწინაურდნენ ლუკა ქაფიანიძის გოლით. რევაზ ჩიტეიშვილმა აუტი ჩააწოდა, სამგურალის მეკარე არსენ სიუკაევმა გამოსვლისას ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა და ქაფიანიძემაც დაამატა.
ბათუმელები დიდხანს იგებდნენ, 84-ე წუთზე კი ნიკა ხორხელის ჩაწოდებას მოჰყვა ველისოლის თავური და 1:1.
ბათუმელებს ორ მატჩში ორივე ფრე აქვთ, სამგურალს კი ორი ფრის გარდა ერთი გამარჯვებაც აქვთ მოპოვებული.
იბერია 1999
რუსთავი
ტორპედო
დინამო თბ
დინამო ბთ
სპაერი
სამგურალი
დილა
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
თელავი
მერანი მრ
შტურმი
არაგვი
ოდიში 1919
სიონი
კოლხეთი 1913
სამტრედია
გორი