კალენდარი

შაბათი, 11 აპრილი

კვირა, 8 მარტი

ოთხშაბათი, 11 მარტი

ხუთშაბათი, 12 მარტი

კვირა, 15 მარტი

ახალი ამბები

პენალტების დღე... რუსთავმა და დინამო თბილისმა მოიგეს, დინამო ბათუმი-გაგრა ფრედ დასრულდა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეორე ტურის სამი მატჩი გაიმართა. რუსთავმა დაბრუნება მოგებით აღნიშნა, კერძოდ, ქუთაისის ტორპედოს აჯობა. დინამო თბილისმა სპაერი დაამარცხა, ხოლო დინამო ბათუმისა და გაგრას დაპირისპირება ფრედ დასრულდა.  

რუსთავი 1:0 ტორპედო 

გიორგი ცეცაძის გაწვრთნილმა რუსთავმა ჟან სოუზა დე ალმეიდას გოლით მოუგო ტორპედოს. ბრაზილიელმა ტექნიკაზე გათვლით, დაბალ კუთხეში დარტყმით მე-7 წუთზე დააწინაურა რუსთაველები.

ტორპედოს მალევე შეეძლო გათანაბრება: ვლადიმერ მამუჩაშვილი წააქციეს, პენალტი დაინიშნა და სერბმა კომნენ ანდრიჩმა ზუსტადაც შეასრულა, მაგრამ არბიტრმა გიორგი ავაზაშვილმა ანდრიჩს ახლიდან დაარტყმევინა. მიზეზი? სერბმა სასტვენის გარეშე დაარტყაო. სერბმა ფორვარდმა ამჯერად ვეღარ გაიტაა - მეკარე პაპუნა ბერუაშვილმა მოიგერია ბურთი…

მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ მეტი გოლი არ გასულა. რუსთავმა სეზონში პირველივე შეხვედრა მოიგო, ტორპედოს კი ორი მატჩიდან ორივე წაგება აქვს…

დინამო ბთ 1:1 გაგრა

სამი პენალტი დაინიშნა, აქედან ორი გავიდა და 1:1 დაფიქსირდა.

73-ე წუთი იყო, როცა ბათუმელთა მოლდოველი ფორვარდი დმიტრი მანდრიჩენკო გაგრელთა საჯარიმოში წააქციეს. პენალტი ნიკა კალანდარიშვილმა დაარტყა და ოლეკსანდრ ვორობეიმ მოგერია ბურთი…

86-ე წუთზე ისევ მანდრიჩენკო მოექცა ყურადღების ცენტრში. თითქმის იგივე ადგილზე მეორედ მოიპოვა თერთმეტმეტრიანი. არბიტრმა კობა რევაზაშვილმა VAR-ზე გადაამოწმა ეპიზოდი და თეთრი ნიშნულისკენ მიუთითა. ისევ ნიკა კალანდარიშვილმა დაარტყა და ამჯერად ზუსტადაც - 1:0.

თუმცა გაგრამ მაინც მოახერხა გათანაბრება. რევაზაშვილმა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ამჯერად ბათუმელთა კარში დანიშნა პენალტი: მიიჩნია, რომ ლუკა ქაფიანიძემ წესები დაარღვია ლუკა კეკელიძის წინააღმდეგ. თერთმეტმეტრიანი გამოცდილმა მათე ცინცაძემ შეასრულა და 11:1. ასე დასრულდა დაძაბული მატჩი.

სპაერი 1:2 დინამო თბ

თბილისის დინამოელებმა სპაერს მოუგეს. სწრაფი გოლი ვნახეთ; ნიკა ნინუას კუთხურიდან ჩაოწდებულს მოჰყვა ნიკოლოზ უგრეხელიძის თავური და 0:1.

35-ე წუთზე დინამოელების სწრაფი კონტრშეტევა განხორციელდა, გიორგი გვასალიას ბოლო პასი კი რუი მონტეირუმ გამოიყენა - 0:2.

მეორე ტაიმის შუაში სპაერმა სხვაობა შეამცირა. გოჩა ცირდავამ მოიპოვა თერთმეტმეტრიანი და გიგა სამხარაძემ ზუსტად შეასრულა - 1:2. ისე, ეს პენალტიც VAR-ზე გადამწომების მერე დაინიშნა.

მოკლედ, დღეს სამივე შეხვედრაში დაინიშნა მინიმუმ ერთი პენალტი. სულ 5 თერთმეტმეტრიანი ვნახეთ და აქედან 3 გავიდა...

ერთიც: საინტერესოა, რომ მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 6 მატჩი ჩატარდა, აქედან ერთი ფრედ დასრულდა, ხუთში კი ერთბურთიანი სხვაობა დაფიქსირდა.