კრისტალბეთ ეროვნული ლიგის რიგით მეორე მატჩში წყალტუბოს სამგურალმა გაგრას მოუგო.
თბილისის დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრა დაძაბული გამოდგა. ერთი გოლი გავიდა, კერძოდ, პირველი ტაიმის ბოლოს სამგურალის ფორვარდმა კლაუდიო სებოლინიამ გაიტანა. გაგრას მცველი ზურაბ ჭავჭანიძე უკან ბურთს უგორებდა მეკარე ოლეკსანდრ ვორობეის, კლაუდიო სებოლინიამ კი პასი ჩაჭრადა დანარჩენი უკვე ტექნიკის საქმე იყო. 0:1.
სამგურალის მწვრთნელის რანგში, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში პირველი გამარჯვება მოიპოვა გიორგი ონიანმა. ის შარშან სწორედ გაგრას წვრთნიდა.
დინამო ბთ
დინამო თბ
იბერია 1999
რუსთავი
დილა
სამგურალი
ტორპედო
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
შტურმი
თელავი
სამტრედია
მერანი მრ
არაგვი
ოდიში 1919
სიონი
გორი
კოლხეთი 1913