2026 წლის სეზონი ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის სრული მხარდაჭერით გაიმართება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და საქართველოს კიბერ ფეხბურთის ფედერაცია eLiga Georgia - 2026 წლის სეზონს აანონსებს.
ტურნირში მონაწილეობას 12 გუნდი მიიღებს, ორ ეტაპად - ლიგის ფაზაში და ლიგის ფლეი-ოფში. ყველა მონაწილეს ექნება შანსი გახდეს ქვეყნის ჩემპიონი და წარადგინოს საქართველო საერთაშორისო ტურნირებზე.
2026 წლის სეზონი სტარტს იანვარში აიღებს და აპრილში დასრულდება. მიმდინარე სეზონის eLiga Georgia და eLiga Georgia 2, 2025 წლის სეზონში დაფიქსირებული შედეგების მიხედვით დაკომპლექტდა.
2025 წლის ჩემპიონი რუსთავი გახდა, რომელსაც გამარჯვებული სანდრო ოთარაშვილი წარმოადგენდა.
დიდი სიახლეა ასევე ის, რომ ლოკომოტივსა და რუსთავს წელს 10 საფეხბურთო გუნდი დაემატა, ანუ ლიგაში თითოეული მოთამაშე პროფესიონალურ გუნდს საკუთარი წარმომადგენელი ეყოლება.
eLiga Georgia 2 დასაკომპლექტებლად გაიმართება შესარჩევი ეტაპი. გარდა ამისა, სიახლეა ის, რომ წლევანდელ სეზონში ვიხილავთ საქართველოს თასს, სადაც ორივე ლიგის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონი eChampions League - ლიგის ფაზასა და FC Pro World Championship-ზე მიიღებს მონაწილეობას.
სპაერი
დინამო თბ
სამგურალი
რუსთავი
იბერია 1999
ტორპედო
დინამო ბთ
მეშახტე
გაგრა
დილა
ოდიში 1919
მერანი მრ
თელავი
გარეჯი
არაგვი
შტურმი
სიონი
გორი
სამტრედია
კოლხეთი 1913