ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების წარმომადგენლებთან ტრადიციული სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
2026 წელს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა ამ ფორმატის, საიუბილეო მეათე სეზონს ჩაატარებს. ჩემპიონატში ათი კლუბი იასპარეზებს, მათ შორის კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-დან აღზევებული რუსთავი, ტყიბულის „მეშახტე“ და თბილისის „სპაერი“. კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში წელს ოთხი კლუბი დაწინაურდა: სართიჭალის „შტურმი“, „გორი“, ზუგდიდის „ოდიში 1919“ და დუშეთის „არაგვი“.
საქართველოში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ახალი სეზონი 2026 წლის 28 თებერვალს დაიწყება.
დინამო ბთ
რუსთავი
იბერია 1999
დინამო თბ
დილა
ტორპედო
სამგურალი
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
შტურმი
თელავი
სამტრედია
მერანი მრ
ოდიში 1919
არაგვი
სიონი
გორი
კოლხეთი 1913