ახალი ამბები

ELIGA AWARDS 2025 | გამარჯვებულები

27 დეკემბერს, 17:00 საათზე, პარაგრაფ თბილისში, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის და ქალთა ლიგის 2025 წლის სეზონის შემაჯამებელ ღონისძიება გაიმართა, სადაც განვლილი სეზონის საუკეთესოები გამოვლინდნენ.

ქალთა ლიგის რჩეულთა გამოსავლენად, გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო ქალთა ლიგის კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა. ხოლო, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესოები კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ათივე კლუბის მთავარმა მწვრთნელმა და ფეხბურთელმა გამოავლინეს.

კლუბების გარდა, ხმის მიცემაში ქართველი გულშემატკივარი მონაწილეობდა, რომელსაც საკუთარი აზრის დაფიქსირება სპეციალურად შექმნილ გამოკითხვაში შეეძლო. 

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა | გამარჯვებულები

2025 | სეზონის საუკეთესო ბომბარდირი - ბიორნ იონსენი (ტორპედო ქუთაისი)
2025 | სეზონის საუკეთესო გოლი - დავით მუჯირი (გაგრა)
2025 | სეზონის საუკეთესო მეკარე - გიორგი მაკარიძე (იბერია 1999)
2025 | სეზონის საუკეთესო მცველი - გიორგი ჯგერენაია (იბერია 1999)
2025 | სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი - გიზი მამაგეიშვილი (იბერია 1999)
2025 | სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი - ბიორნ იონსენი (ტორპედო ქუთაისი)
2025 | სეზონის საუკეთესო მწვრთნელი - გუგა ნერგაძე (იბერია 1999)
2025 | სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი - ბიორნ იონსენი (ტორპედო ქუთაისი)

ქალთა ლიგა | გამარჯვებულები

2025 | სეზონის საუკეთესო ბომბარდირი - კესო მეტონიძე (ნიკე ლუსო)
2025 | სეზონის საუკეთესო მეკარე - თათია გაბუნია (ლანჩხუთი)
2025 | სეზონის საუკეთესო მცველი - სალომე გასვიანი (ნიკე ლუსო)
2025 | სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი - ნათია დანელია (ნიკე ლუსო)
2025 | სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი - თეონა ბაქრაძე (ნიკე ლუსო)
2025 | სეზონის საუკეთესო მწვრთნელი - გაგა კირკიტაძე (ნიკე ლუსო)
2025 | სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი - თეონა ბაქრაძე (ნიკე ლუსო)