27 დეკემბერს, 17:00 საათზე, პარაგრაფ თბილისი, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონის შემაჯამებელ ღონისძიებას უმასპინძლებს, სადაც განვლილი სეზონის საუკეთესოები გამოვლინდებიან.
ქალთა ლიგის რჩეულთა გამოსავლენად, გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო ქალთა ლიგის კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა. ხოლო, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესოები კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ათივე კლუბის მთავარმა მწვრთნელმა და ფეხბურთელმა გამოავლინეს.
კლუბების გარდა, ხმის მიცემაში ქართველი გულშემატკივარი მონაწილეობდა, რომელსაც საკუთარი აზრის დაფიქსირება სპეციალურად შექმნილ გამოკითხვაში შეეძლო. დაჯილდოების პირდაპირ რეპორტაჟს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის Youtube არხი შემოგთავაზებთ.
მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: აკრედიტაციის მისაღებად, 26 დეკემბერს გთხოვთ, გამოაგზავნოთ წერილი, აღნიშნულ მისამართზე - [email protected]. ორგანიზაციამ ოფიციალურ წერილში უნდა მიუთითოს აკრედიტაციის მიღების მსურველი მედიის წარმომადგენლი სახელი, გვარი, პოზიცია და საკონტაქტო ინფორმაცია.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგა | ნომინაციები
2025 | სეზონის საუკეთესო ბომბარდირი
2025 | სეზონის საუკეთესო გოლი
2025 | სეზონის საუკეთესო მეკარე
2025 | სეზონის საუკეთესო მცველი
2025 | სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი
2025 | სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი
2025 | სეზონის საუკეთესო მწვრთნელი
2025 | სეზონის საუკეთესო მოთამაშე
ქალთა ლიგა | ნომინაციები
2025 | სეზონის საუკეთესო ბომბარდირი
2025 | სეზონის საუკეთესო მეკარე
2025 | სეზონის საუკეთესო მცველი
2025 | სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი
2025 | სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი
2025 | სეზონის საუკეთესო მწვრთნელი
2025 | სეზონის საუკეთესო მოთამაშე
რუსთავი
იბერია 1999
დინამო თბ
დინამო ბთ
ტორპედო
დილა
სამგურალი
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
თელავი
შტურმი
მერანი მრ
ოდიში 1919
არაგვი
სიონი
სამტრედია
კოლხეთი 1913
გორი