11 დეკემბერს, 19:00 საათზე, პარაგრაფ თბილისი, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონის შემაჯამებელ ღონისძიებას უმასპინძლებს, სადაც განვლილი სეზონის საუკეთესოები გამოვლინდებიან.
ქალთა ლიგის რჩეულთა გამოსავლენად, გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო ქალთა ლიგის კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა. ხოლო, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესოები კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ათივე კლუბის მთავარმა მწვრთნელმა და ფეხბურთელმა გამოავლინეს.
კლუბების გარდა, ხმის მიცემაში ქართველი გულშემატკივარი მონაწილეობდა, რომელსაც საკუთარი აზრის დაფიქსირება სპეციალურად შექმნილ გამოკითხვაში შეეძლო.
დაჯილდოების პირდაპირ რეპორტაჟს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის Youtube არხი შემოგთავაზებთ.
მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: აკრედიტაციის მისაღებად, 10 დეკემბერს 18:00 საათამდე, გთხოვთ, გამოაგზავნოთ წერილი, აღნიშნულ მისამართზე - [email protected]. ორგანიზაციამ ოფიციალურ წერილში უნდა მიუთითოს აკრედიტაციის მიღების მსურველი მედიის წარმომადგენლი სახელი, გვარი, პოზიცია და საკონტაქტო ინფორმაცია.
საუკეთესო გოლის ხმის მიცემა შესაძლებელია ბმულზე. ხმის მიცემა 10 დეკემბერს, 18:00 საათზე დასრულდება.
იბერია 1999
რუსთავი
დილა
ტორპედო
სპაერი
დინამო თბ
სამგურალი
გაგრა
მეშახტე
დინამო ბთ
გარეჯი
მერანი მრ
შტურმი
არაგვი
ოდიში 1919
თელავი
სიონი
კოლხეთი 1913
სამტრედია
გორი