კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 34-ე ტური დასრულდა. დღის სამი მატჩიდან სამივეში მასპინძლებმა მოიგეს. იბერია 1999-მა, დილამ და ტორპედომ სამ-სამი ქულა აიღეს. საჩემპიონო რბოლაშიც თანაფარდობა იგივეა, იბერიელები ურთიერთშეხვედრებში უპირატესობით უსწრებენ გორელებს.
გორელებმა პირველ ტაიმში გაიტანეს ორი გოლი. ჯერ დეო ბასინგამ ისარგებლა ვინისიუსის შეცდომით და ახლო მანძილიდან დარტყმით გახსნა ანგარიში. მერე კი აბუბაქარ კონტემ მოახერხა სხვაობის გაზრდა: საჯარიმოს მისადგომებიდან კარგად შეასრულა.
სამგურალმა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გაიტანა, კერძოდ, კლაუდიო სებოლინიას ჩაწოდების მერე ირაკლი ჯანჯღავამ თავურით გაიტანა.
დილა მეორე ადგილზეა, ხოლო სამგურალი მეშვიდეზე. წყალტუბოელებს ჯერ არ გაუნაღდებიათ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დარჩენა.
მოქმედმა ჩემპიონმა იბერია 1999-მა კვლავ გაიმარჯვა. თბილისურ დერბიში დინამოს 1:0 მოუგო და ლიდერობა შეინარჩუნა.
ეს ერთადერთი გოლი 81-ე წუთზე ამირან ძაგანიამ გაიტანა. მან გიორგი ლორიას მოგერიებული ბურთი გაგზავნა კარში. ძაგანიას მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ოთხი გოლი მოუგროვდა, დღევანდელ შეხვედრაში გატანილი კი ყველაზე ფასეულია.
იბერია 1999 მომდევნო ტურში სტუმრად გარეჯთან ითამაშებს, ბოლოს კი გაგრას უმასპინძლებს. ორივე შეხვედრის მოგების შემთხვევაში, ჩემპიონიც გახდება.
დინამო თბილისი კი მეოთხე ადგილზეა.
ქუთაისის ტორპედომ დიდი ანგარიშით დაამარცხა ფოთის კოლხეთი 1913, რომელიც მომდევნო სეზოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში დაიწყებს. ტორპედო კი მესამე პოზიციაზეა: გუნდმა ბოლო 10 მატჩიდან 8 მოიგო.
პირველი გოლი პაატა ღუდუშაურმა გაიტანა ეფექტური დარტყმით. პირველივე ტაიმში სერბმა კომნენ ანდრიჩმა თავურით გაზარდა სხვაობა.
52-ე წუთზე თავისი გოლი მიითვალა ბიორნ იონსენმა. ნორვეგიელს 19 გოლი მოუგროვდა, ბომბარდირთა დავაში ლიდერობს და სამი ბურთით უსწრებს სამგურალის ფორვარდ გიორგი ფანცულაიას. საინტერესოა, რომ იონსენმა ბოლო სამ შეხვედრაში შვიდჯერ გაიტანა.
მატჩის ბოლო გოლი კი ვლადიმერ მამუჩაშვილისა იყო. მან შორიდან გაგზავნა ბურთი კარში - 4:0.
იბერია 1999
დილა
ტორპედო
დინამო თბ
გაგრა
დინამო ბთ
სამგურალი
გარეჯი
თელავი
კოლხეთი 1913
რუსთავი
სპაერი
მეშახტე
სამტრედია
მერანი მრ
იბერია 1999-2
სიონი
ლოკომოტივი
გონიო
დინამო-2 თბ