კალენდარი

სამშაბათი, 25 ნოემბერი

ოთხშაბათი, 26 ნოემბერი

კვირა, 30 ნოემბერი

ორშაბათი, 1 დეკემბერი

ახალი ამბები

იმერული დერბი ტორპედომ მოიგო

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 33-ე ტური დასრულდა. ბოლო მატჩი იყო სამგურალი-ტორპედო. სტუმრებმა მოიგეს და მესამე ადგილზე გადავიდნენ... ექვსი გოლიც ვნახეთ.

სამგურალი 2:4 ტორპედო

იმერულ დერბიში გოლი პირველივე წუთზე, კონკრეტულად კი, 49-ე წამზე გავიდა. გიორგი ფანცულაიამ საჯარიმოს მისადგომებიდან ცხრიანში გაგზავნა ბურთი.

პირველი ტაიმის შუაში კი  ნორვეგიელმა ბიორნ იონსენმა გაათანაბრა: მან კომნენ ანდრიჩის პასის მერე ახლოდან გაიტანა.

70-ე წუთზე იყო საკვანო მომენტი, როცა სამგურალის ნახევარმცველმა ჯეფერსონ ჯერალდომ მეორე გაფრთილება მიიღო და გააძევეს. მეორე ყვითელი ჯერალდომ იმიტომ მიიღო, რომ ტორპედოელთა მეკარე ფილიპ კლიაიჩს ბურთის შეყვანაში ხელი შეუშალა.

ამ მომენტიდან ოთხ წუთში ქუთაისელებმა გაიტანეს: გიორგი კორხეიძემ შორიდან დაბალ კუთხეში ზუსტი დარტყმით - 1:2.

შემდეგ ვნახეთ პენალტი და იონსენის გოლი. პენალტი კი მსაჯმა ირაკლი შენგელიამ VAR-ზე გადამოწმების შემდეგ დანიშნა. ეპიზოდი ასეთი იყო: ქუთაისელთა შემტევმა ალეკო ბასილაძემ დაარტყა და მცველმა ლაშა კვარაცხელიამ ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი. ბასილაძემ ბოლომდე იბრძოლა და გარღვევის მერე იმავე კვარაცხელიამ მის წინააღმდეგ წესები დაარღვია. ასე გახდა 1:3.

მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კიდევ ორი გოლი გავიდა. ჯერ სამგურალის კაპიტანმა ომარ პატარკაციშვილმა თავურით შეამცირა სხვაობა. თუმცა ბოლოს ტორპედომ კონტრშეტევა დაასრულა გოლით: ვლადიმერ მამუჩაშვილის პასი და ანდრიჩის გოლი - 2:4.

ტორპედო მესამე ადგილზე გადავიდა, ხოლო სამგურალი მეექვსეეა და 5 ქულით უსწრებს პლეიოფის ზონაში მყოფ გუნდს, მერვე ადგილზე მყოფ გარეჯს.

ბომბარდირებზეც: იონსენი პირველ ადგილზეა 18 გოლით, ფანცულაია კი 16 გოლით მეორეზეა.